Johnson&Johnson-ის ვაქცინა „დელტა“ შტამისგან იცავს: კომპანია განცხადებას ავრცელებს

© AFP 2024 / JOSEPH PREZIOSO Johnson & Johnson's Janssen-ის ვაქცინა
 Johnson & Johnson's Janssen-ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
ამ დროისათვის კორონავირუსის „დელტა“ შტამი, რომელიც პირველად ინდოეთში გამოვლინდა, მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ამერიკულმა კომპანია Johnson&Johnson-მა გაავრცელა განცხადება, რომ მისი ერთკომპონენტიანი ვაქცინა საიმედოდ იცავს ადამიანს კორონავირუსის „დელტა“ შტამისგან.
„სისხლის ნიმუშების ანალიზი აჩვენებს, რომ Johnson&Johnson-ის ვაქცინა „დელტას“ გამანეიტრალებელ ანტისხეულებს იმაზე მაღალ დონეზე წარმოქმნის, ვიდრე ეს სამხრეთაფრიკული „ბეტა“ ვარიანტის შემთხვევაში ხდება, რომლის წინააღმდეგაც პრეპარატმა მაღალი ეფექტურობა გამოავლინა“, — ნათქვამია კომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, პრეპარატის მწარმოებლების თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ Johnson&Johnson-ის ვაქცინას „არაერთი სხვა შტამისგან დაცვის უნარი აქვს“.
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
შემცირდეს COVID-19-ის გარკვეული პრეპარატებით მკურნალობა: ჯანმო ახალ რეკომენდაციებს გასცემს
კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მათი ვაქცინის იმუნური პასუხის ხანგრძლივობა დაახლოებით რვა თვეს შეადგენს.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ კორონავირუსის „დელტა“ შტამი მსოფლიოს 90 ქვეყანაშია გავრცელებული და ის მუტაციას განაგრძობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მათ ჯერჯერობით არ აქვთ მონაცემები „დელტას“ სიკვდილიანობის მაჩვენებლის თაობაზე.
ჯანმომ ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, COVID-19-ის ვარიანტები ბერძნული ანბანის ასოებით აღნიშნოს. ორგანიზაციას დღეისათვის კორონავირუსის მხოლოდ ოთხი მუტაცია აქვს შეტანილი „შეშფოთების გამომწვევ“ ვარიანტთა ჩამონათვალში. ესენია: ბრიტანული („ალფა“ შტამი), სამხრეთ აფრიკული („ბეტა“), ბრაზილიური („გამა“) და ინდური („დელტა“). 
ყველა ახალი ამბავი
0