https://sputnik-georgia.com/20210706/-COVID-19-janmos-axali-Sefaseba-252223157.html
მსოფლიოში COVID-19-ით დაავადება დასტაბილურდა: ჯანმოს ახალი ინფორმაცია
მსოფლიოში COVID-19-ით დაავადება დასტაბილურდა: ჯანმოს ახალი ინფორმაცია
Sputnik საქართველო
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალიჩინოსნების თქმით, ამ დროისათვის COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაცია უკეთესია, ვიდრე ორი-სამი თვის წინ... 06.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-06T10:18+0400
2021-07-06T10:18+0400
2023-07-20T15:42+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/10/250065050_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_7c05441b776a546aa5befb2e0ff411bf.jpg
თბილისი, 6 ივლისი − Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ვითარება „ძალიან მაღალ დონეზე“ დასტაბილურდა, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა, რომელიც კოლეგა მარია ვან კერკჰოვესთან ერთად პასუხობდა ჟურნალისტის კითხვებს COVID-19-თან დაკავშირებით.აღნიშნული ინტერვიუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაცია უკეთესია, ვიდრე ორი-სამი თვის წინ იყო.თუმცა რაიანმა იქვე აღნიშნა, რომ ქვეყნებში შექმნილი ვითარება შესამჩნევად განსხვავდება ერთმანეთისგან: რამდენიმე სახელმწიფოში დაავადების დონე მკვეთრად ეცემა, რამდენიმეში კი, პირიქით − ახალი შემთხვევების რაოდენობა იმატებს.ჯანმოს წარმომადგენლის აზრით, ეს მთელი რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე ხდება, მაგალითად, კორონავირუსის ისეთი ახალი შტამების გავრცელების გამო, რომლებიც გადამდებობის მაღალი უნარით გამოირჩევა, ასევე ეპიდემიის საწინააღმდეგო აკრძალვების შემსუბუქებისა და ადამიანებს შორის კონტაქტების გაზრდის გამო.ჯანმოს სხვა წარმომადგენელმა, ამერიკელმა ინფექციონისტმა მარია ვან კერკჰოვემ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ვითარება ასევე არაერთმნიშვნელოვნად შეაფასა და განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ახალი ინფიცირების შემთხვევები იკლებს, სხვა კონტინენტებზე ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება.
https://sputnik-georgia.com/20210701/-COVID-19-mkurnalobaSi-janmos-axali-rekomendaciebi-252179693.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/10/250065050_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_bb9c50aa75e91f26f938b25e1b112aa4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიოში COVID-19-ით დაავადება დასტაბილურდა: ჯანმოს ახალი ინფორმაცია
10:18 06.07.2021 (განახლებულია: 15:42 20.07.2023) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალიჩინოსნების თქმით, ამ დროისათვის COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაცია უკეთესია, ვიდრე ორი-სამი თვის წინ იყო.
თბილისი, 6 ივლისი − Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ვითარება „ძალიან მაღალ დონეზე“ დასტაბილურდა, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა, რომელიც კოლეგა მარია ვან კერკჰოვესთან ერთად პასუხობდა ჟურნალისტის კითხვებს COVID-19-თან დაკავშირებით.
აღნიშნული ინტერვიუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში.
„თუ ბოლო ორიოდე კვირაში [დაავადების] გრაფიკს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ დადგა ერთგვარი სტაბილიზაცია, მაგრამ ეს მოხდა ძალიან მაღალ დონეზე“, − აღნიშნა რაიანმა.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაცია უკეთესია, ვიდრე ორი-სამი თვის წინ იყო.
თუმცა რაიანმა იქვე აღნიშნა, რომ ქვეყნებში შექმნილი ვითარება შესამჩნევად განსხვავდება ერთმანეთისგან: რამდენიმე სახელმწიფოში დაავადების დონე მკვეთრად ეცემა, რამდენიმეში კი, პირიქით − ახალი შემთხვევების რაოდენობა იმატებს.
ჯანმოს წარმომადგენლის აზრით, ეს მთელი რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე ხდება, მაგალითად, კორონავირუსის ისეთი ახალი შტამების გავრცელების გამო, რომლებიც გადამდებობის მაღალი უნარით გამოირჩევა, ასევე ეპიდემიის საწინააღმდეგო აკრძალვების შემსუბუქებისა და ადამიანებს შორის კონტაქტების გაზრდის გამო.
ჯანმოს სხვა წარმომადგენელმა, ამერიკელმა ინფექციონისტმა მარია ვან კერკჰოვემ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ვითარება ასევე არაერთმნიშვნელოვნად შეაფასა და განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ახალი ინფიცირების შემთხვევები იკლებს, სხვა კონტინენტებზე ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება.