00:20 31 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7043
  • 100 RUB4.2641
  • USD3.1197
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
113 0 0

ისრაელში მძიმე ვითარებაა – ქვეყანაზე გამუდმებული სარაკეტო თავდასხმები მიმდინარეობს, იღუპებიან ადამიანები, მაგრამ ლაშა ჟვანია მასობრივი ევაკუაციის საჭიროებას ჯერ ვერ ხედავს. თუმცა, ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, ამის შესაძლებლობა აქვს.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ისრაელიდან ევაკუაციის საჭიროება არ არის, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ.

ღარიბაშვილი: საქართველო გმობს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო  თავდასხმებს>>

ელჩის თქმით, ქართველებს ერთმანეთთან და საელჩოსთან მუდმივი კონტაქტი აქვთ. მისი ინფორმაციით, ისრაელში საქართველოს 15 ათასზე მეტი მოქალაქე იმყოფება და ვისაც სურს სამშობლოში დაბრუნება, ამის შესაძლებლობა ყველას აქვს.

„დღეს არის სამი რეისი... სხვათა შორის, ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი დაკეტილია ჩამომსვლელი თვითმფრინავებისთვის, წუხელ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ გასაფრენი თვითმფრინავებისთვის არ არის დაკეტილი. საშუალება აქვთ ადამიანებს, რომ შეიძინონ ბილეთები და გამოემგზავრონ. ევაკუაციის საჭიროება ისრაელში არ არის“, – განაცხადა ჟვანიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ არა იმდენად კატასტროფული და შეუქცევადი, რომ ისრაელმა მიიღოს ევაკუაციის გადაწყვეტილება.

ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავების შემდეგ პირველი რეისი წუხელ განახორციელა – თელ-ავივიდან თბილისში ღამის პირველ საათზე თვითმფრინავმა 166 მგზავრი ჩამოიყვანა.

ორშაბათს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. 10 მაისს ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. ორივე მხარეს არის მსხვერპლი, მათ შორის დაღუპული არიან ბავშვები. ისრაელში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.

ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა და გაანადგურა პალესტინური დაჯგუფება „ჰამასისა“და „ისლამური ჯიჰადის“ სამიზნეები, ასევე რამდენიმე ბოევიკი, მათ შორის, მაღალი რანგის საველე მეთაურები.

ღაზის სექტორის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა>>

თითქმის უწყვეტი სარაკეტო თავდასხმების შედეგად ისრაელის დასახლებულ პუნქტებში დაიღუპა ექვსი ადამიანი, 200-ზე მეტი კი დაიჭრა. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ისრაელის შეტევების შედეგად ღაზის სექტორში 67 ადამიანი დაიღუპა.

მთავარი თემები