ღაზის სექტორის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა

© AP Photo / Adel Hanaღაზას სექტორის იერიში
ღაზას სექტორის იერიში - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
ისრაელმა გაანადგურა პალესტინური დაჯგუფება „ჰამასისა“და „ისლამური ჯიჰადის“ სამიზნეები, ასევე რამდენიმე მაღალი რანგის საველე მეთაური.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორზე დარტყმის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 67-მდე გაიზარდა, იუწყება სააგენტო РИА Новости ანკლავის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

უწყების ცნობით, დაღუპულთა შორის 17 ბავშვია. ამას გარდა, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 388 ადამიანმა, მათ შორის 115-მა ბავშვმა და 50-მა ქალმა.

ისრაელი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათასზე მეტი რაკეტა გაუშვეს

ორშაბათს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. 10 მაისს ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. ორივე მხარეს არის მსხვერპლი. ისრაელში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.

თელ-ავივში აცხადებენ, რომ ექვსი ადამიანია მოკლული და 200-ზე მეტი – დაჭრილი.

ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა და გაანადგურა პალესტინური დაჯგუფება „ჰამასისა“და „ისლამური ჯიჰადის“ სამიზნეები, ასევე რამდენიმე ბოევიკი, მათ შორის მაღალი რანგის საველე მეთაური.

საქართველოს ელჩი ისრაელში კვლავ აფრთხილებს თანამემამულეებს>>

ღაზის სექტორი პალესტინის ნაწილია, რომლის ტერიტორიის დაყოფას არაბთა და ისრაელელთა მრავალწლიანი კონფლიქტის მონაწილეები აპროტესტებენ. გაეროს გენასამბლეამ 1947 წელს პალესტინის გაყოფის გეგმა შეიმუშავა, რომელიც არაბულმა მხარემ დღემდე არ ცნო. 2007 წელს გადატრიალების შემდეგ ღაზის სექტორს ისლამური ორგანიზაცია „ჰამასი“ მართავს.

ყველა ახალი ამბავი
0