05:52 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
99 0 0

ელჩი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ იმ ადგილებში წასვლისგან, სადაც მიუწვდომელია თავშესაფარი, და სახლებში 17:30 საათამდე დაბრუნდნენ.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ თანამემამულეებს სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და მოსალოდნელი დაბომბვების შესახებ გააფრთხილა.

„ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს დაბეჯითებით გთხოვთ, გაითვალისწინეთ – დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს სერიოზული პრობლემის აღმოფხვრას. სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება. აშკელონი, აშდოთი და შდეროთი ახლაც იბომბება. დაანონსებულია სარაკეტო იერიში ღაზის სექტორიდან ისრაელის ცენტრის მიმართულებით. ქალაქები თელ ავივი, ხულონი, რამლე, ბათ იამი, ლოდი, ჰერცელია, რიშონ ლეციონი, გივატაიმი, ბნეი ბრაკი, რამათ განი და მათი შემოგარენი დასახლებები რეალური საფრთხის ქვეშ იქნებიან“, – დაწერა ჟვანიამ Facebook-გვერდზე.

ელჩმა მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთ მანძილზე გადაადგილებისგან, სადაც თავშესაფარი მიუწვდომელი იქნება (ძირითადად ტრასებზე), და 17:30-მდე დაბრუნდნენ საცხოვრებელ სახლებში.

„არ შეიქმნათ ილუზია, რომ თქვენ გარშემო ახლა სიმშვიდეა და ასე შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენს ახლობლებს საქართველოში და მსოფლიოში დიდი მადლობა თანადგომისთვის და, გთხოვთ, საკუთარი ოჯახის წევრებთან დაკავშირებისას არ იკითხოთ „როგორ არიან”, ჰკითხეთ: „სად არიან”, და მოუწოდეთ საცხოვრებლებში დაბრუნებისკენ. არ გაითვალისწინოთ სოციალური ქსელით კერძო პირების დამაბნეველი მოწოდება, რომ სიწყნარეა და ყველაფერი კარგადაა. დაიცავით უსაფრთხოების წესები. ღმერთი შეგვეწევა, თუ ფრთხილად ვიქნებით და არ გამოვცდით. მშვიდობა ისრაელს და მშვიდობა ჩვენ!“ – წერს ჟვანია.

ცოტა ხნით ადრე მოძრაობა „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელს ორშაბათამდე, 18:00 საათამდე ჰქონდა დრო, რათა გაეყვანა თავისი ჯარი აღმოსავლეთ იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთისა და შეიხ ჯარახის რაიონებიდან. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 150-მდე რაკეტა გაუშვეს, მათგან რამდენიმე ათეული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ ჩამოაგდო. მოგვიანებით „ჰამასის“ სამხედრო ფრთამ („ალ-კასამის ბრიგადები“) ისრაელს კიდევ ორი საათი მისცა საჯარისო დანაყოფების გასაყვანად ალ-აქსას მეჩეთის რაიონიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო ზომებით დაემუქრა.

თელ-ავივში ხუთ დაღუპულსა და 200 დაჭრილზე ვრცელდება ინფორმაცია. მასმედიის ცნობით, ქალაქ ლოდის ბოლო დაბომბვის შედეგად დაიღუპა ბავშვი. პალესტინელთა მხრიდან დაღუპულია 30-მდე ადამიანი, მათ შორის ათი ბავშვი, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავებულია.

მთავარი თემები