ისრაელის საელჩო საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

CC BY 2.0 / Chris Hoare / Mini Tel Avivთელ–ავივი
თელ–ავივი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
ამ დღეებში ისრაელი–პალესტინის კონფლიქტი კიდევ ერთხელ გამწვავდა. ისრაელში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ისრაელის საელჩომ საქართველოში ქართულ მხარეს რთულ დროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

ისრაელი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათასზე მეტი რაკეტა გაუშვეს

ორშაბათს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. 10 მაისს ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. ორივე მხარეს არის მსხვერპლი. ისრაელში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.

„ამჟამად მილიონობით ისრაელის მოქალაქე იმყოფება თავშესაფარში და ნერვიულობს ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ძალადობა მალე დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

თელ-ავივში აცხადებენ, რომ ხუთი ადამიანია მოკლული და 200-ზე მეტი – დაჭრილი. მასმედიის ინფორმაციით, ქალაქ ლოდში ბოლო სროლებისას ბავშვი დაიღუპა. პალესტინელების მხარეს დაღუპულია 30 ადამიანი, 200-ზე მეტი დაშავდა.

ისრაელის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
ვითარება სერიოზულად მძიმეა: საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელისა და მოძრაობა „ჰამასის“ ორმხრივ საჰაერო იერიშებს წინ უძღოდა დაძაბულობა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში. ისრაელის ხელისუფლება ქალაქის ამ ნაწილიდან პალესტინელების 70-ზე მეტი ოჯახის გასახლებას აპირებს. ეს გადაწყვეტილება პალესტინელებმა ქუჩაში გააპროტესტეს, რასაც იერუსალიმში მდებარე ალ-აქასას მეჩეთთან შეტაკებები მოჰყვა. საერთაშორისო საზოგადოებამ მოუწოდა ისრაელს, შეწყვიტოს გასახლების პროცესი, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია და მათ მშენებლობების გაგრძელების უფლება აქვთ.

ყველა ახალი ამბავი
0