„ჯორჯიან ეარვეისმა“ თელ-ავივივიდან საქართველოში დაგეგმილი რეისი შეასრულა

© photo: Sputnik / StringerGeorgian Airways–ის თვითმფრინავი
Georgian Airways–ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
„ჯორჯიან ეარვეისის“ „ბოინგმა“ დღეს თელ-ავივიდან 166 ადამიანი ჩამოიყვანა. ისრაელის მხარე ირწმუნება, რომ ფრენები უსაფრთხოა.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ისრაელში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, დღეისათვის დაგეგმილი რეისი თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით უსაფრთხოდ შესრულდა, განაცხადა „ჯორჯიან ეარვეისის“ (Georgian Airways) გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ.

ღაზას სექტორში მეხანძრეები ებრძვიან ცეცხლს ისრაელის ავიადარტყმების შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
საქართველოს ელჩი ისრაელში კვლავ აფრთხილებს თანამემამულეებს

თვითმფრინავი საქართველოდან ოთხშაბათს, 19:10 გაფრინდა და ის ისრაელში ადგილობრივი დროით 20:35 საათზე ჩაფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კი ღამის 01:00 საათზე დაეშვა.

რომან ბოკერიამ მადლობა გადაუხადა პროფესიონალ მფრინავებს, ხომალდის მეთაურსა და ტექნიკურ სამსახურს და აღნიშნა, ამით „კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ამოცანა წარმატებით შევასრულოთ".

„ისრაელში ჩვენმა კოლეგებმა დაგვარწმუნეს, რომ ფრენა არის უსაფრთხო. ჩვენ მიერ უსაფრთხოების ყველა ზომა შემოწმდა და მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ ჩვენს მგზავრებს და ხომალდს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რეისი წარმატებით განხორციელდა“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.

მისივე ინფორმაციით, გუშინ საქართველოდან ისრაელის მიმართულებით გაფრინდა 17 მგზავრი, ხოლო ისრაელიდან ჩამოფრინდა 166 მგზავრი.

ღაზას სექტორის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 67–მდე გაიზარდა>>

ორშაბათს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. 10 მაისს ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. ორივე მხარეს არის მსხვერპლი, მათ შორის დაღუპული არიან ბავშვები. ისრაელში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.

ყველა ახალი ამბავი
0