თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველო მკაცრად გმობს ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასა და სარაკეტო თავდასხმებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Twittter-ში დაწერა.
პალესტინისა და ისრაელის გამო სამმა ქვეყანამ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოითხოვა>>
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ალტერნატივა არა აქვს დაძაბულობის დაუყოვნებლივ დეესკალაციას ახლო აღმოსავლეთში.
„ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებს და სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაჭრილებს. სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი თავიდან იყოს აცილებული“, – დაწერა პრემიერმა.
ამის საპასუხოდ ისრაელის ელჩმა რან გიდორმა ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ მადლობელი ვართ იმ ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელს ამ მძიმე დროს უცხადებს“, – დაწერა გიდორმა Facebook-გვერდზე.
ორშაბათს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. 10 მაისს ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. ორივე მხარეს არის მსხვერპლი, მათ შორის დაღუპული არიან ბავშვები. ისრაელში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.
ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა და გაანადგურა პალესტინური დაჯგუფება „ჰამასისა“და „ისლამური ჯიჰადის“ სამიზნეები, ასევე რამდენიმე ბოევიკი, მათ შორის მაღალი რანგის საველე მეთაურები.
ღაზას სექტორის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 67–მდე გაიზარდა>>
თითქმის უწყვეტი სარაკეტო თავდასხმების შედეგად ისრაელის დასახლებულ პუნქტებში დაიღუპა ექვსი ადამიანი, 200-ზე მეტი კი დაიჭრა. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ისრაელის შეტევის შედეგად ღაზის სექტორში დაიღუპა 67 ადამიანი.