ვინ ბერდება უფრო სწრაფად: მეცნიერებმა პირდაპირი კავშირი დაადგინეს

© Pixabay / AdinaVoicuმოხუცი მამაკაცი
მოხუცი მამაკაცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტენფორდელმა და ჰარვარდელმა მეცნიერებმა განიხილეს ბავშვობაში არახელსაყრელი გარემოს კატეგორიები: სასტიკი მოპყრობა, ძალადობა, სიღარიბე, მზრუნველობის არარსებობა.

თბილისი, 6 აგვისტო ― Sputnik. ადამიანები, რომლებზეც ბავშვობაში ძალადობდნენ, მიდრეკილები არიან არა მარტო ფსიქონევროლოგიური აშლილობების, არამედ სხვა დაავადებებისადმიც — დიაბეტისა და კიბოს ჩათვლით, ნათქვამია სტენფორდისა და ჰარვარდის მკვლევართა შრომაში, რომელიც ამერიკელ ფსიქოლოგთა ასოციაციის საიტზეა გამოქვეყნებული.

ადამიანები ასაკშიც ბავშვებად რჩებიან - Sputnik საქართველო
ამით გაიგებთ, რამდენი წლის ხართ სინამდვილეში: პრაქტიკული ტესტი

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ გარდა ზემოთ ნახსენები დაავადებებისა, ბავშვობაში ძალადობას პირდაპირი კავშირი აქვს დაბერების პროცესის დაჩქარებასთან.

მეცნიერთა კვლევამ აჩვენა, რომ სასტიკი მოპყრობის ან ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში ბიოლოგიური დაბერების ნიშნები უფრო სწრაფად იჩენს თავს, ვიდრე მათში, ვინც მსგავს პრობლემას არ შეჯახებია.

ნაშრომში სტენფორდელი და ჰარვარდელი სწავლულები ბიოლოგიური დაბერების სამ ნიშანს აანალიზებენ: ადრეულ სქესობრივ მომწიფებას, უჯრედულ სიბერესა და ცვლილებებს ტვინის სტრუქტურაში. ირკვევა, რომ ე.წ. საბავშვო ტრავმის შედეგები სამივე ნიშანთან პირდაპირ კავშირშია.

„ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ ძალადობის გამოცდილებას შეუძლია ორგანიზმის ბიოლოგიურ დონეზე დაბერების დაჩქარება“, — აცხადებს ნაშრომის თანაავტორი, პროფესორი კეტ მაკლაფლინი.

მეცნიერებმა დაახლოებით 80 კვლევა შეისწავლეს, რომლებშიც 116 ათას ადამიანს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ამასთან მათ ცალკე განიხილეს ბავშვობაში არახელსაყრელი გარემოს კატეგორიები: სასტიკი მოპყრობა, ძალადობა, სიღარიბე, მზრუნველობის არარსებობა.

დადგინდა, რა უნდა შეერიოს პლაზმას ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად – სენსაციური კვლევა>>

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისინი, ვისაც ბავშვობაში სასტიკად ეპყრობოდნენ, ან ძალადობა ჰქონდათ გადატანილი, უფრო სწრაფად აღწევდნენ სექსუალურ სიმწიფეს და ამასთან ჰქონდათ დაჩქარებული დაბერების ნიშნები უჯრედულ დონეზე. ხოლო მათ, ვინც ღარიბ ოჯახში იზრდებოდა, ან ვისზეც მშობლები არ ზრუნავდნენ, ადრეული დაბერების ნიშნები არ გამოვლენიათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0