ამით გაიგებთ, რამდენი წლის ხართ სინამდვილეში: პრაქტიკული ტესტი

© Pixabay / geraltადამიანები ასაკშიც ბავშვებად რჩებიან
ადამიანები ასაკშიც ბავშვებად რჩებიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტებმა შეიმუშავეს რამდენიმე ნაწილისგან შემდგარი პრაქტიკული ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ დაადგინოთ, რამდენი წლის ხართ სინამდვილეში.

დაბერება სასიცოცხლო ციკლის გარდაუვალი პროცესია, თუმცა თითოეული ადამიანი სხვადასხვაგვარად შედის ასაკში.

ახალგაზრდა ქალი ბიბლიოთეკაში - Sputnik საქართველო
ვიზუალური ტესტი: რას გკარნახობთ და რამდენი წლისაა თქვენი ქვეცნობიერი

სპეციალისტების თქმით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას 20%-ით განსაზღვრავს გენეტიკა (მემკვიდრეობითობა), 15% მოდის ეკოლოგიაზე, 12% – მედიცინაზე, ხოლო დანარჩენ 53%-ში უშუალოდ ადამიანია პასუხისმგებელი საკუთარ დღეგრძელობაზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ახალგაზრდობის შენარჩუნება შეძლებისდაგვარად დიდი ხნის განმავლობაში პირდაპირაა დამოკიდებული ადამიანის ცხოვრების წესზე.

რას ნიშნავს ბიოლოგიური ასაკი? 

კალენდარული, ანუ საპასპორტო ასაკი ყოველთვის არ გამოდგება ადამიანის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შესაფასებელ კრიტერიუმად. ქრონოლოგიური თანატოლები ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ასაკობრივი ცვლილებების ტემპებით.

მეცნიერების აზრით, ადამიანის ნამდვილი წლოვანება — ბიოლოგიური ასაკია, ანუ ტვინისა და კუნთების მდგომარეობა. ამის დასტურად შეიძლება 50–60 წლის „გოგო-ბიჭებისა“ თუ 30 წლის „მოხუცების“ გახსენება, რომლებიც, სავარაუდოდ, ყველა თქვენგანს შეხვედრია. 

  - Sputnik საქართველო
ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი: რამდენი წლისაა თქვენი ტვინი?

გაიგეთ თქვენი ბიოლოგიური, ანუ ნამდვილი ასაკი

ამისათვის საჭიროა გაიაროთ რამდენიმე ნაწილისგან შემდგარი პრაქტიკული ტესტი, რისთვისაც დაგჭირდებათ წამმზომიანი საათი, სახაზავი – 50 სმ სიგრძის, ერთი ადამიანი მცირედი დახმარების გასაწევად და ასევე კალამი და ფურცელი მონაცემების ჩასაწერად, რათა ბოლოს შედეგი გამოთვალოთ. 

ტესტი პულსზე (მხოლოდ ფიზიკურად მომზადებულებისა და ჯანმრთელებისთვის)

გაიზომეთ პულსი, შემდეგ კი გააკეთეთ 20 ბუქნი თქვენთვის მისაღები ტემპით. არ იჩქაროთ!

თუ ვარჯიშის შემდეგ თქვენმა პულსმა მოიმატა:

  • 0-10 ერთეულით: თქვენი ასაკი შეესაბამება 20 წლის ახალგაზრდას;
  • 10-20 ერთეულით: 30 წლისას;
  • 20-30 ერთეულით — 40 წლისას;
  • 30-40 ერთეულით — 50 წლისას;
  • 40 ერთეულზე მეტით ან საერთოდ ვერ შეძელით ბუქნების ბოლომდე გაკეთება — მაშინ თქვენი ნამდვილი ასაკი 60 და მეტი წელია. 
პატარა ბიჭუნა წიგნით - Sputnik საქართველო
დასახელდა საუკეთესო ასაკი უცხო ენების შესასწავლად – ამერიკელ მეცნიერთა კვლევა

ტესტი რეაქციაზე 

დამხმარემ უნდა დაიჭიროს სახაზავი სიგრძეზე ისე, რომ ნული ქვემოთ მოექცეს. ამ დროს თქვენ ხელი სახაზავზე დაახლოებით 10 სმ-ით ქვემოთ უნდა გქონდეთ გაწვდილი. როგორც კი დამხმარე სახაზავს ხელს გაუშვებს, სცადეთ დაიჭიროთ ის საჩვენებელი და ცერა თითით.  

თუ სახაზავი დაიჭირეთ:

  • 20 სმ ნიშნულზე — თქვენი ბიოლოგიური ასაკი 20 წლის ახალგაზრდას შეესაბამება;
  • ნიშნული 25 სმ შეესაბამება 30 წელს;
  • 35 სმ ნიშნული — 40 წელს;
  • 45 სმ ნიშნული — 60 წელს.

როგორ გავაძლიეროთ ტვინის მუშაობა – 14 ჯანსაღი საკვები ტვინის უკეთესი ფუნქციონირებისთვის>>

ტესტი მოძრაობაზე

  • გადაიხარეთ წინ ისე, რომ მუხლები არ მოხაროთ და სცადეთ ხელისგულებით შეეხოთ იატაკს;
  • თუ ხელისგულებს მთლიანად ადებთ იატაკს — თქვენი ბიოლოგიური ასაკი 20-30 წლებს შორის მერყეობს;
  • თუ მხოლოდ თითებით შეეხეთ — თქვენ დაახლოებით 40 წლის ხართ;
  • თუ ხელებს მხოლოდ წვივებამდე აწვდენთ — თქვენი ბიოლოგიური ასაკი 50 წლის ფარგლებშია;
  • თუ მხოლოდ მუხლებზე შეხება მოახერხეთ — ე.ი. უკვე 60 წლის ბრძანდებით.  

მეცნიერებმა დაადგინეს, მაღვიძარის როგორი სიგნალი არღვევს ტვინის მუშაობას>>

ტესტი ბალანსირებაზე

მაგრად დახუჭული თვალებით (ეს მნიშვნელოვანია!) დადექით მარჯვენა ან მარცხენა ფეხზე. მეორე ფეხი იატაკიდან დაახლოებით 10 სანტიმეტრით ასწიეთ. დამხმარემ უნდა დაინიშნოს დრო, რამდენ ხანს შეძლებთ ცალ ფეხზე გაჩერებას.

  • 30 წამი — ნიშნავს 20 წლის ასაკთან შესაბამისობას;
  • 20 წამი — 40 წლის ხართ;
  • 15 წამი —  50 წლის ბრძანდებით;
  • 10 წამზე ნაკლები — რეალურად თქვენ 60 ან მეტი წლის ხართ.

რატომ არიან მტირალა ბავშვები უფრო ჯანმრთელები: ექიმი კომაროვსკი განმარტავს>>

ტესტი კანზე

5 წამის განმავლობაში მოუჭირეთ საჩვენებელი და ცერა თითები კანს ხელის მტევნის ზურგზე. კანი ცოტა გაგითეთრდებათ. დაინიშნეთ, რა დრო დასჭირდება გათეთრებული ლაქის ნორმალურ ფერზე დაბრუნებას.

  • 5 წამი — თქვენი ასაკი დაახლოებით 30 წელია;
  • 8 წამი — დაახლოებით 40 წელი;
  • 10 წამი — დაახლოებით 50 წელი;
  • 15 წამი — დაახლოებით 60 წელი.

ტესტი მოქნილობაზე

გადაიტანეთ ორივე ხელი ზურგს უკან — ერთი ქვემოდან, მეორე — ზემოდან, და სცადეთ თითები ერთმანეთს გადააჭდოთ.

  • თუ თითები ბოლომდე კარგად ჩაჭიდეთ ერთმანეთს — 20 წლის ხართ;
  • თუ თითები მხოლოდ შეახეთ ერთმანეთს — 30 წლის;
  • თუ თითები საერთოდ ვერ შეახეთ ერთმანეთს — 40 წლის;
  • ხოლო თუ საერთოდაც ვერ გადაიტანეთ ხელები ზურგს უკან — თქვენი ასაკი 60 წელს შეესაბამება.

გამოთვალეთ შედეგი 

ყველა ამ ტესტის დასრულების შემდეგ შეკრიბეთ ქულები და მათი ჯამი გაყავით 6-ზე.

მიღებული საშუალო არითმეტიკული იქნება კიდეც თქვენი ნამდვილი, ანუ ბიოლოგიური ასაკის ამსახველი რიცხვი.

 

ყველა ახალი ამბავი
0