04:52 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (507)
59 0 0

მოხალისეები სპეციალურად შემუშავებული ონლაინ-გამოკითხვის მეშვეობით აფიქსირებდნენ, როგორ გრძნობდნენ თავს მაღვიძარის ამა თუ იმ მელოდიაზე გაღვიძების შემთხვევაში...

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. მელბურნის (ავსტრალია) სამეფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მაღვიძარის მელოდიური ხმები ადამიანს უფრო სწრაფად აღვიძებს და ის უფრო მხნედ გრძნობს თავს. შესაბამისი დასკვნა გამოქვეყნებულია ჟურნალში Plos One

მკვლევარები ამ დასკვნამდე მეცნიერული ექსპერიმენტის საფუძველზე მივიდნენ, რომელშიც 50 ადამიანი მონაწილეობდა.

მოხალისეები სპეციალურად შემუშავებული ონლაინ-გამოკითხვის მეშვეობით აფიქსირებდნენ, როგორ გრძნობდნენ თავს მაღვიძარის ამა თუ იმ მელოდიაზე გაღვიძების შემთხვევაში – მხნედ, ბურანში თუ სხვაგვარად.

დაკვირვებებმა აჩვენა, რომ სიგნალის სიმძლავრე, ხანგრძლივობა და სხვა პარამეტრები გაღვიძების ხარისხზე გავლენას პრაქტიკულად არ ახდენდა, ხმოვანი სიგნალის ტიპი კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ექსპერიმენტის მონაწილეების თვითშეგრძნებას.

როგორ დავიცვათ პატარა დილის სტრესისგან, ანუ ბავშვის გაღვიძების ხელოვნება

მაგალითად, ცდის იმ მონაწილეებს, რომელთა მაღვიძარაც ხმამაღალ და მკვეთრ ბგერებს კი არ გამოსცემდა, არამედ რაიმე მელოდიას უკრავდა, იშვიათად უჭირდათ გამოფხიზლება. ამასთან, მეცნიერების თქმით, რაც უფრო მელოდიური იყო სიგნალი, მით უფრო მკვეთრად იყო გამოხატული მხნე მდგომარეობა.

„ჩვენ ვვარაუდობდით, რომ მაღვიძარის კლასიკური, მკვეთრი წრიპინი უფრო სწრაფად და ეფექტურად გააღვიძებდა ადამიანს, მაგრამ ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მელოდიური ჟღერადობა ამ მხრივ უფრო ეფექტური იყო. ეს დიდი მოულოდნელობაა“, — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა სტიუარტ მაკფარლეინმა.

კვლევის თანაავტორის, ასოცირებული პროფესორის ადრიან დაიერის აზრით, მაღვიძარის არაბუნებრივი და მკვეთრი სიგნალები გაღვიძების მომენტში არღვევს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც ნეგატიურად აისახება ადამიანის განწყობაზე.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ დამატებითი კვლევებით შეძლებენ დაადგინონ ისეთი მელოდია მაღვიძარისთვის, რომელიც ბევრად ხარისხიან გაღვიძებას უზრუნველყოფს. 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (507)

მთავარი თემები