დადგინდა, რა უნდა შეერიოს პლაზმას ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად – სენსაციური კვლევა

CC0 / Pixabay / სამეცნიერო ლაბორატორია
სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერები უკვე ამთავრებენ ახალი მეთოდის კლინიკურ კვლევებს ასაკოვანი ადამიანების ორგანიზმის გაახალგაზრდავებისა და ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა კუნთების ატროფია, ნეიროდეგენერაცია, მეორე ტიპის დიაბეტი და იმუნური სისტემის რღვევა.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ორგანიზმის გაახალგაზრდავების ეფექტის მისაღწევად საკმარისია სისხლის პლაზმის გაზავება ფიზიოლოგიური ხსნარისა და ალბუმინის ნარევით და არა ახალგაზრდა სისხლის პლაზმით, აცხადებენ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები. მათი აღმოჩენა გამოქვეყნებულია ჟურნალში Aging. 

კარდიოგრამა და ფონენდოსკოპი - Sputnik საქართველო
პრეპარატი გულის ოცი წლით გასაახალგაზრდავებლად - ექსპერიმენტმა სუპერშედეგი აჩვენა

მეცნიერებმა კვლევა თაგვებზე ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ ბებერი თაგვების ორგანიზმის ძლიერი გაახალგაზრდავებისთვის საჭიროა მათი სისხლის პლაზმის ნახევარი შეიცვალოს ხსნარით, რომელშიც დაკარგულ ცილას ალბუმინი ჩაანაცვლებს.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მეთოდმა იმაზე ძლიერი ეფექტი მოახდინა მღრღნელების ტვინზე, ღვიძლსა და კუნთებზე, ვიდრე ეს ახალგაზრდა თაგვების სისხლის გადასხმისას ხდებოდა ბებერი თაგვებისთვის.

მეცნიერების განმარტებით, პროცედურას არანაირი მავნე ზეგავლენა არ მოუხდენია ახალგაზრდა მღრღნელების ორგანიზმზე.

კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ გაახალგაზრდავებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების ეფექტი დამოკიდებულია არა ახალგაზრდა სისხლზე, არამედ დაბერებულ სისხლში მავნე ფაქტორების ალაგმვაზე.

საქმე ისაა, რომ ასაკის მატებასთან ერთად სისხლში იზრდება იმ ცილების რაოდენობა, რომლებიც ორგანიზმის დაბერებას აჩქარებს.

მეზოთერაპია - Sputnik საქართველო
გაახალგაზრდავების თანამედროვე მეთოდი: რა უნდა იცოდეთ მეზოთერაპიის შესახებ

ადამიანებში პლაზმის შემადგენლობის შეცვლა პლაზმაფერეზის მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელიც უკვე გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ.

ამ დროისათვის მეცნიერები უკვე ამთავრებენ პლაზმის გადასხმის კლინიკურ კვლევებს ასაკოვანი ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა კუნთების ატროფია, ნეიროდეგენერაცია, მეორე ტიპის დიაბეტი და იმუნური სისტემის რღვევა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აშშ-ის კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების სანიტარული ზედამხედველობის სამმართველო (FDA) მოუწოდებდა მოქალაქეებს, უარი ეთქვათ სისხლის პლაზმის გადასხმაზე გაახალგაზრდავების მიზნით, ვინაიდან მისი კლინიკური ეფექტი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებელი.  

 

ყველა ახალი ამბავი
0