03:45 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1158)
359 0 0

ამერიკელი ეპიდემიოლოგი კორონავირუსული პანდემიის დასრულების სამ სცენარს განიხილავს და მათ კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ პანდემიებს ადარებს.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ეპიდემიოლოგი სარა კობი ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან აცხადებს, რომ არსებობს კორონავირუსული ეპიდემიის დასრულების რამდენიმე სცენარი, იუწყება ჟურნალი Scientific American. 

კობის პირველი სცენარის თანახმად, ვირუსი მუტაციას განიცდის და ამიტომ თანდათან ნაკლებად სახიფათო გახდება. ამის დასტურად მეცნიერს ე.წ. „ისპანკის“ მაგალითი მოჰყავს, რომელმაც 1918 წელს იფეთქა და 50 მლნ-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. თუმცა დროთა განმავლობაში დაავადება ჩვეულებრივ სეზონურ გრიპად იქცა.

მოვლენების განვითარების მეორე სცენარით, კაცობრიობა ვირუსს შემზღუდავი ზომებით ისევე დაამარცხებს, როგორც SARS-CoV-ით გამოწვეული ატიპური პნევმონია დაამარცხა 2002-2003 წლებში.

ექსპერტის თქმით, მაშინ ეფექტურმა ეპიდემიოლოგიურმა კონტროლმა არ მისცა დაავადებას ფართოდ გავრცელების შანსი და, შესაბამისად, მსხვერპლიც შედარებით დაბალი იყო. 

მესამე სცენარი — ეს ვაქცინის შექმნაა, რომელიც შეაჩერებს ინფექციას. ამის მაგალითად სარა კობის მოჰყავს ღორის გრიპის პანდემია 2009 წელს, რომლის მეორე ტალღაც სწორედ ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის წყალობით აღკვეთეს. საბოლოოდ დაავადებამ „ისპანკის“ ბედი გაიმეორა და სეზონურ დაავადებად ჩამოყალიბდა.

დასახელდა COVID-19-ის პანდემიის შეწყვეტის ფაზა: ჯანმოს წარმომადგენელი განმარტავს>>

ამასთან ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის დასამარცხებლად საჭიროა ყველა იმ ზომის ერთობლიობა, რომლებსაც სახელმწიფოები ატარებენ, პლუს ადამიანების შეგნებული დამოკიდებულება და ასევე სამეცნიერო მიღწევები.

„კორონავირუსთან ბრძოლის წარმატება 50%-ით დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად რეაგირებს ხელისუფლება და რამდენად კეთილსინდისიერად იცავენ ადამიანები შეზღუდვებს. წარმატების დანარჩენი 50% მეცნიერებამ უნდა მოიტანოს“, — განმარტა სარა კობიმ.

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მელიტა ვუინოვიჩმა განაცხადა, რომ დაავადების გავრცელებაში ვარდნა ფიქსირდება მაშინ, როცა სტატისტიკურად ერთი დაავადებული საშუალოდ ერთ ადამიანზე ნაკლებს აინფიცირებს. მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ იწყება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1158)

მთავარი თემები