Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19-ის სწრაფი გავრცელების მთავარი მიზეზი: მეცნიერები ქვეყნების მთავრობებს აფრთხილებენ

© Sputnik / STRINGERკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერები მოუწოდებენ იმ ქვეყნების მთავრობებს, სადაც COVID-19 ჯერ კიდევ არ არის ფართოდ გავრცელებული, გაითვალისწინონ მათი კვლევა ვირუსის უსიმპტომო მატარებლების შესახებ.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევების თანახმად, ჩინეთში ახალი კორონავირუსის სწრაფი გავრცელების ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ პაციენტების უმეტესობას სიმპტომატიკა სუსტად ჰქონდა გამოხატული ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ხოლო თავად ვირუსს მაღალი კონტაგიოზურობა, ანუ სხვა ადამიანზე გადადების მაღალი უნარი აქვს. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Science-ში. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
COVID-19: ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის სუსტი წერტილი დაადგინეს

მათემატიკური მოდელირების შედეგებმა აჩვენა, რომ 2020 წლის 23 იანვრამდე, ანუ ქალაქ უჰანში შესვლა-გასვლის შეზღუდვამდე ქვეყანაში შემთხვევების 86% დოკუმენტირებული არც იყო. მკვლევარების თქმით, ინფექციების სწორედ დოკუმენტურად დაუფიქსირებელმა შემთხვევებმა დააზარალა ქვეყნის მოსახლეობის იმაზე დიდი ნაწილი, ვიდრე მანამდე მიიჩნეოდა.

ამასთან, მეცნიერთა აზრით, თუ გავითვალისწინებთ, რომ უსიმპტომო პაციენტებისგან ინფიცირების სიხშირე უფრო მაღალია (55%), ვიდრე დაავადების მკვეთრად გამოხატული ნიშნების მქონეებისგან, გამოდის, რომ ინფიცირების წყარო 79%-ში სწორედ ის ადამიანები იყვნენ, ვისაც კორონავირუსი არანაირი ფორმით არ გამოვლენია.  

COVID 19: შესაძლოა ბავშვი ინფიცირებული იყოს, მაგრამ ანალიზმა არ აჩვენოს - ბოლო კვლევა>>

კვლევამ აჩვენა, რომ 2020 წლის 23 იანვრის შემდეგ, როდესაც მთავრობამ გადაადგილების კონტროლისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ზომები მიიღო, ჩინეთში ვირუსის გავრცელების ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა.

„ჩინეთში COVID-19-ის ეპიდემია გამოიწვიეს მსუბუქი, შეზღუდული ან არარსებული სიმპტომებით დაავადებულმა პაციენტებმა, რომლებიც შეუმჩნეველნი დარჩნენ“, – აცხადებს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი შამანი.

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ პაციენტების დოკუმენტირების პრაქტიკაში, როდესაც ისინი სამედიცინო დაწესებულებას თუნდაც ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციების დროს მიმართავენ, აუცილებელია სერიოზული ცვლილებების შეტანა. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
შუაღამიდან დილამდე: რა მოხდა მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო – 16-17 მარტი

მეცნიერები მოუწოდებენ იმ ქვეყნების მთავრობებს, სადაც COVID-19 ჯერ კიდევ არ არის ფართოდ გავრცელებული, გაითვალისწინონ მათი კვლევა, რომელიც ვირუსის უსიმპტომო მატარებლებისგან ინფექციის „ფარულ გადაცემას“ ადასტურებს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კორონავირუსის სწრაფ გავრცელებას.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის სულ მსოფლიოს 155 ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 182 423 ადამიანს შეადგენს. აქედან სულ გარდაცვლილია 7 155 და გამოჯანმრთელებულია 79 433 კაცი. ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებშიც ინფიცირებულღა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, ასე გამოიყურება: ჩინეთი — 81 052 ინფიცირებული, იტალია — 27 980, ირანი — 14 991, ესპანეთი — 9 942, სამხრეთ კორეა — 8 320, გერმანია — 7 272, საფრანგეთი — 6 655, აშშ — 4 661, შვეიცარია — 2 330, დიდი ბრიტანეთი — 1 553, ნიდერლანდები — 1 414, ნორვეგია — 1 347, შვედეთი — 1 121, ბელგია — 1 058, ავსტრია — 1 018 ინფიცირებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0