02:53 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (890)
1535000

ჩინელი მოლეკულური ბიოლოგების კვლევამ აჩვენა, რომ კორონავურუსული ინფექცია ბავშვებსა და ზრდასრულებში არსებითად განსხვავებულად ვითარდება.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება არ იწვევს ბავშვებში პნევმონიის მძიმე ფორმას, თუმცა ვირუსი დიდ ხანს რჩება მათ ფეკალიებში,აცხადებენ ჩინელი მედიკოსები და მოლეკულური ბიოლოგები, რომელთა კვლევაც სამეცნიერო ჟურნალ Nature Medicine-შია გამოქვეყნებული.

„დაავადების სიმპტომები ზრდასრულებში, რომელსაც ახალი კორონავირუსი (COVID-19) იწვევს, კარგადაა ცნობილი, მაგრამ ჯერჯერობით დოკუმენტურად არავის დაუდასტურებია, როგორ ვითარდება ინფექცია ბავშვებში. უფროსებთან შედარებით, დაავადება ბავშვებში უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. კერძოდ, მათი ფილტვების სურათებზე არ ჩანს პნევმონიისთვის დამახასიათებელი ამოსაცნობი ნიშნები, რის გამოც ინფექციის დიაგნოსტირება ბევრად რთულია“, — წერენ მკვლევარები.

ჩინელი სწავლულები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც კორონავირუსული ინფექციის განვითარება იმ ათი ბავშვის მაგალითზე შეისწავლეს, რომელთა ახლობლები SARS-CoV-2-ით იყვნენ ინფიცირებულები ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში. 

დაკვირვებამ აჩვენა, რომ დაავადება ბავშვებსა და ზრდასრულებში არსებითად განსხვავებულად ვითარდება. მთავარი განსხვავება კი ის იყო, რომ ვირუსი ბავშვების ფილტვებში თითქმის არ ავლენდა თავს. ექიმებმა მხოლოდ ხუთი პაციენტის ფილტვების ქსოვილში აღმოაჩინეს მცირე ცვლილებები, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა პნევმონიის განვითარების კვალი.

ექიმების თქმით, ეს ბავშვები COVID 19-ით დაავადებულებთან კონტაქტის გამო რომ არ შეემოწმებინათ, ისინი ვერასდროს იეჭვებდნენ, რომ მათი ნორჩი პაციენტები ინფიცირებულები იყვნენ.

COVID-19 და ორსულები: ბრიტანელი მეცნიერები სენსაციურ ფაქტებს აქვეყნებენ>>

სწავლულების ამბობენ, რომ ერთი მხრივ, ეს ადასტურებს, რომ ვირუსი ნაკლებად სახიფათოა ბავშვებისთვის, ვიდრე ზრდასრულებისა და მოხუცებისთვის, თუმცა მეორე მხრივ დადგინდა, რომ ვირუსი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ბავშვების ფეკალიებში. შესაბამისად, ეს  იმაზე მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ გაუგებარია ინფექციის გავრცელების არხები ბავშვებთან დაკავშირებით, მათ შორის, დაუბანელი ხელებიდან თუ ფეხსალაგებიდან.

ჩინელი მედიკოსები ირწმუნებიან, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული საკარანტინო ზომების შემუშავებისა და პაციენტების სტაციონარებიდან გაწერისას.

 

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (890)

მთავარი თემები