04:59 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (235)
38 0 0

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ივლისის თვეში ქუთაისიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით 42 პირდაპირი რეისი შესრულდება.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიკიაკომპანია FlyArystan კიდევ ერთ, შიმკენტის მიმართულებას ამატებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.

დღეიდან FlyArystan-ი შიმკენტი–ქუთაისი–შიმკენტის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს.

FlyArystan-ი დღეისათვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს უკვე ასრულებს ატირაუდან, აქტაუდან და ნურ-სულთანიდან. შიმკენტი - მეოთხე მიმართულებაა, სადაც დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში მოხვედრა იქნება შესაძლებელი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ყაზახური მიმართულება დანარჩენი სამი მიმართულების მსგავსად პოპულარული იქნება.

„მოთხოვნა აქტაუზე, ნურ-სულთანსა და ატირაუს მიმართულებებზე მზარდია, რის გამოც ავიაკომპანია სამივე მიმართულებებზე თითო სიხშირე დაამატა და უკვე კვირაში 3 სიხშირით ასრულებს რეისებს. ცენტრალური აზია სრულიად ახალი მიმართლებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. იმედი გვაქვს, რომ ყაზახეთის ოთხი ახალი მიმართულება კვირაში 11 სიხშირით ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს", – განაცხადა არჩუაძემ.

FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა, ის AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.

1 მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR–ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. უცხოეთის მოქალაქე, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს და/ან PCR–ტესტის ნეგატიურ პასუხს, შეძლებს საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლას.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR–ტესტის ნეგატიური პასუხი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.

რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ 2021 წლის 1 თებერვალს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (235)

მთავარი თემები