საქართველოში ავიარეისების სიხშირე იზრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ მიმდინარე წლის 1 თებერვალს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიები რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდიან, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში. 

 Buta Airways - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ბაქო თბილისში ავიარეისების რაოდენობას ზრდის

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკში საქართველოდან და საქართველოში ფრენების ინტენსივობა იზრდება. კერძოდ, ავიაგადამზიდავი კომპანიების მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, რეგულარული ფრენები არსებულ მიმართულებებზე შემდეგი სიხშირეებით განხორციელდება:

15-დან 25 ივლისამდე პერიოდში ავიაკომპანია FlyDubai დუბაი–თბილისი–დუბაის მიმართულებით 19 დამატებითი რეისის შესრულებას გეგმავს.

1 ივლისიდან 11 სექტემბრამდე ავიაკომპანია Qatar Airways დოჰა–თბილისი–დოჰას მიმართულებით კვირაში 3 სიხშირეს დაამატებს და ამ პერიოდის განმავლობაში ჯამში რეისები კვირაში 10 სიხშირით შესრულდება.

1 ივლისიდან 29 აგვისტომდე ავიაკომპანია Uzbekistan Airways ტაშკენტი–თბილისი–ტაშკენტის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირის დამატებას გეგმავს და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ფრენები კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება. 

სატვირთო თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
საქართველოს საჰაერო სივრცე ვაქცინის გადამზიდავებისთვის 20 ივლისამდე ღია იქნება

20 ივნისიდან 24 ოქტომბრამდე ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan დაამატებს ერთ სიხშირეს ნურსულთანი–ქუთაისი–ნურსულთანის მიმართულებით. შესაბამისად, რეისები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით შესრულდება.

ავიაკომპანია ასევე ზრდის ფრენის სიხშირეს აქტაუ–ქუთაისი–აქტაუს მიმართულებით და 5 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში ავიარეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს, 3-ის ნაცვლად.

1 ივლისიდან 12 სექტემბრამდე ავიაკომპანია Belavia მინსკი–ბათუმი–მინსკის საჰაერო ხაზზე 4 სიხშირის დამატებას გეგმავს. ჯამში აღნიშნული მიმართულებით რეგულარული რეისები კვირაში 18 სიხშირით განხორციელდება.

24 ივნისიდან 28 ოქტომბრამდე უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines ოდესა–თბილისი–ოდესის მიმართულებით ერთი სიხშირის დამატებას გეგმავს. ფრენები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით სრულდებოდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებისთვის გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვები უკვე გასცა.

რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ მიმდინარე წლის 1 თებერვალს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.

ამჟამად უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გადმოლახვა შეუძლიათ კორონავირუსის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და/ან PCR–ტესტის უარყოფითი პასუხით.

ყველა ახალი ამბავი
0