https://sputnik-georgia.com/20210714/yazaxuri-aviakompania-Simkentidan-quTaisis-mimarTulebiT-axal-reisebs-iwyebs-252319855.html
ყაზახური ავიაკომპანია შიმკენტიდან ქუთაისის მიმართულებით ახალ რეისებს იწყებს
ყაზახური ავიაკომპანია შიმკენტიდან ქუთაისის მიმართულებით ახალ რეისებს იწყებს
Sputnik საქართველო
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ივლისის თვეში ქუთაისიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით 42 პირდაპირი რეისი შესრულდება. 14.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-14T18:27+0400
2021-07-14T18:27+0400
2021-10-19T18:01+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
ავიამიმოსვლა საქართველოში
ტურიზმი საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/05/251645964_0:0:1043:589_1920x0_80_0_0_97c40cabb53248c9d1522b0460a7ca85.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიკიაკომპანია FlyArystan კიდევ ერთ, შიმკენტის მიმართულებას ამატებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.დღეიდან FlyArystan-ი შიმკენტი–ქუთაისი–შიმკენტის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს.FlyArystan-ი დღეისათვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს უკვე ასრულებს ატირაუდან, აქტაუდან და ნურ-სულთანიდან. შიმკენტი - მეოთხე მიმართულებაა, სადაც დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში მოხვედრა იქნება შესაძლებელი.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ყაზახური მიმართულება დანარჩენი სამი მიმართულების მსგავსად პოპულარული იქნება.„მოთხოვნა აქტაუზე, ნურ-სულთანსა და ატირაუს მიმართულებებზე მზარდია, რის გამოც ავიაკომპანია სამივე მიმართულებებზე თითო სიხშირე დაამატა და უკვე კვირაში 3 სიხშირით ასრულებს რეისებს. ცენტრალური აზია სრულიად ახალი მიმართლებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. იმედი გვაქვს, რომ ყაზახეთის ოთხი ახალი მიმართულება კვირაში 11 სიხშირით ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს", – განაცხადა არჩუაძემ.FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა, ის AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.1 მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR–ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. უცხოეთის მოქალაქე, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს და/ან PCR–ტესტის ნეგატიურ პასუხს, შეძლებს საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლას.რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR–ტესტის ნეგატიური პასუხი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ 2021 წლის 1 თებერვალს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.
https://sputnik-georgia.com/20210502/saqarTvelos-aviabazarze-yazaxuri-dabalbiujetiani-aviakompania-FlyArystan-i-Semovida-251629961.html
https://sputnik-georgia.com/20210623/saqartvelosh-iaviareisebis-sixshire-izrdeba-252098615.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/05/251645964_0:0:963:605_1920x0_80_0_0_86a2bdae71e3859c4cee5ff8db945e71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, ავიამიმოსვლა საქართველოში, ტურიზმი საქართველოში, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, ავიამიმოსვლა საქართველოში, ტურიზმი საქართველოში, საქართველო
ყაზახური ავიაკომპანია შიმკენტიდან ქუთაისის მიმართულებით ახალ რეისებს იწყებს
18:27 14.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ივლისის თვეში ქუთაისიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით 42 პირდაპირი რეისი შესრულდება.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიკიაკომპანია FlyArystan კიდევ ერთ, შიმკენტის მიმართულებას ამატებს,
იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
დღეიდან FlyArystan-ი შიმკენტი–ქუთაისი–შიმკენტის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს.
FlyArystan-ი დღეისათვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს უკვე ასრულებს ატირაუდან, აქტაუდან და ნურ-სულთანიდან. შიმკენტი - მეოთხე მიმართულებაა, სადაც დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში მოხვედრა იქნება შესაძლებელი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ყაზახური მიმართულება დანარჩენი სამი მიმართულების მსგავსად პოპულარული იქნება.
„მოთხოვნა აქტაუზე, ნურ-სულთანსა და ატირაუს მიმართულებებზე მზარდია, რის გამოც ავიაკომპანია სამივე მიმართულებებზე თითო სიხშირე დაამატა და უკვე კვირაში 3 სიხშირით ასრულებს რეისებს. ცენტრალური აზია სრულიად ახალი მიმართლებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. იმედი გვაქვს, რომ ყაზახეთის ოთხი ახალი მიმართულება კვირაში 11 სიხშირით ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს", – განაცხადა არჩუაძემ.
FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა, ის AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.
1 მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR–ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. უცხოეთის მოქალაქე, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს და/ან PCR–ტესტის ნეგატიურ პასუხს, შეძლებს საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლას.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR–ტესტის ნეგატიური პასუხი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.
რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ 2021 წლის 1 თებერვალს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.