11:31 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (293)
92 0 0

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პანდემიის გამო წლევანდელი კონკურსის სლოგანია „იოცნებე ახლა, წადი მოგვიანებით“.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემა National Geographic-მა სვანეთის რეგიონი 2021 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო მიმართულებას შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

CNN-მა საქართველოში 10 საოცნებო ადგილი დაასახელა>>

გამოცემა საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ყოველი წლის ნოემბერში ასახელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო წლევანდელი კონკურსის სლოგანია „იოცნებე ახლა, წადი მოგვიანებით“.

25 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შერჩევაში გამოცემის გლობალური რედაქტორები იღებდნენ მონაწილეობას. მიმართულებები ხუთ კატეგორიად არის დაყოფილი: ბუნება, თავგადასავალი, კულტურა, სტაბილურობა და ოჯახი.

National Geographic-ის პორტალზე წარმოდგენილია სვანეთის ფოტოები და დეტალურად მოთხრობილია რეგიონის შესახებ.

„საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონი შუასაუკუნოვანი ქვის კოშკებით გამოირჩევა, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელ, ასევე თავდაცვით ზღუდეს წარმოადგენდა. ეს ციხე-სიმაგრეები იმ ეპოქის დასტურია, როდესაც სვანური ოჯახები პატარა სოფლებში საკუთარი მიწის შესანარჩუნებლად მამაცურად იბრძოდნენ. ერთ-ერთი მათგანია უშგული, რომელიც ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლებაა“, – წერს გამოცემა.

როდის შეძლებენ უცხოელი ტურისტები საქართველოში თავისუფლად სტუმრობას, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ამ დროისთვის უცნობია. ევროკავშირის საბჭომ განმარტა, რომ მოგზაურობაზე შეზღუდვების მოხსნის კრიტერიუმები გაერთიანების არაწევრი ქვეყნების მიმართ მოიცავს ეპიდემიური სიტუაციის შეფასებას, კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ეროვნულ ღონისძიებებს, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებს.

Vogue, Forbes და National Geographic მკითხველს საქართველოს აცნობენ>>

ამასთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღეს.

ქვეყანაში ბოლო პერიოდში კორონავირუსი მეტად გაძლიერდა. დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.117-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 85.952-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 68.929 ადამიანი, გარდაიცვალა 778 პაციენტი.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (293)

მთავარი თემები