ქართულმა სააგენტომ National Geographic-თან ერთად მომავლის მუზეუმი შექმნა – ვიდეო

© photo : ESA / Hubble & NASA, A. Seth გალაქტიკა
გალაქტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საოცარ გასეირნებას კოსმოსის სიღრმეებში, ისევე, როგორც მეორე სეზონში, ცნობილი ასტრონომი ნილ დეგრას ტაისონი ჩაატარებს.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. ქართულმა სარეკლამო სააგენტო WINDFOR'S-მა National Geographic-თან და Silknet-თან ერთად მომავლის ონლაინ–მუზეუმი შექმნა. მუზეუმში მოგზაურობის შესახებ მაყურებელს National Geographic-ის სამეცნიერო–შემეცნებითი სერიალის „კოსმოსი: სივრცე და დრო“ მესამე სეზონში უამბობენ.

საოცარ გასეირნებას კოსმოსის სიღრმეებში, ისევე, როგორც მეორე სეზონში, ცნობილი ასტრონომი ნილ დეგრას ტაისონი ჩაატარებს. კოსმოსური მეცნიერების საიდუმლოებები მაყურებელს ამერიკელმა ასტრონომმა, ასტროფიზიკოსმა და მეცნიერების გამოჩენილმა პოპულარიზატორმა კარლ საგანმა გაუზიარა პირველ სეზონში, რომლის პრემიერა 1980 წელს გაიმართა.

მომავლის მუზეუმში, რომელმაც მსოფლიოში არსებული ვითარების გამო ფიზიკური მისამართი ვირტუალურით შეიცვალა, ექსპონატები 7020 წლით თარიღდება და ასახავს კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების ერთ-ერთ შესაძლო ვერსიას. მუზეუმის ექსპონატებს შორისაა ქალაქი არკადა, რომელიც სხვა პლანეტაზე აგებული პირველი ქალაქია, შემდეგ კი ის მეგაგალაქტიკური დედაქალაქი გახდა.

ქართული სარეკლამო კომპანია WINDFOR'S უკვე 15 წელია ფუნქციონირებს. მისი კრეატიული დირექტორია ბექა მეფარიშვილი. კომპანიას შესანიშნავი მიღწევები აქვს, მათ შორისაა გამარჯვება კრეატიულობის საერთაშორიო ფესტივალზე „კანის ლომები“.

კერძოდ, წარმატებულ პროექტად მიიჩნიეს WINDFOR'S-ის რეკლამა Dinner With Georgia („სადილი საქართველოსთან“) – ვიდეორგოლი ვერცხლისა და ბრინჯაოს ლომებით დაჯილდოვდა.

ყველა ახალი ამბავი
0