CNN-მა საქართველოში 10 საოცნებო ადგილი დაასახელა

© Sputnik / Alex Shlamovდავით-გარეჯას სამონასტრო კომპლექსი
დავით-გარეჯას სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო, შესაძლოა, მცირე ზომისაა, თუმცა ის მაინც სავსეა გასაოცარი გეოგრაფიული ღირსშესანიშნაობებით, ნათქვამია სტატიაში

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა საქართველოს გეოგრაფიულ და ისტორიულ-კულტურულ ღირსშესანიშნაობებს ვრცელი სტატია მიუძღვნა.

„დასავლეთით, თქვენ იხილავთ სუბტროპიკული ციტრუსების ხეივანს, რომელიც შავი ზღვისკენ მიისწრაფვის. აღმოსავლეთით კი, ვენახებს ათასწლოვანი მონასტრები ენაცვლება. საქართველოში მდებარეობს ასევე ევროპის 6 უმაღლესი მთიდან სამი, რომელთა ჩრდილშიც კავკასიური ველური ბუნება დათვებით, არწივებით და მგლებით, საცხოვრებელს იყოფს ყველაზე შორეულ და ფერადოვან მთის სოფლებთან, რომელთა შესახებაც არასდროს გსმენიათ“, – აღნიშნულია სტატიაში.

ეს არის 10 განსაცვიფრებელი ადგილი საქართველოში, რომელიც თქვენში მოგზაურობის ვნებას აღძრავს.

მუცო

ციხე-სოფელი მუცო ხევსურეთის ისტორიულ მხარეში რთული რელიეფის სამ ვერტიკალურ ტერასაზეა განლაგებული. რამდენიმე ათეულ საცხოვრებელ სახლთან და ციხე-კოშკებთან მისასვლელი გზა რთულ, 300-მეტრიან ციცაბო ფერდობზე გადის.

ძველად მუცო საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა. ეს იყო ავანპოსტი, რომელიც საქართველოში ჩრდილოეთიდან მომავალ გზებს იცავდა. საქართველოსთვის, რომელსაც მუდმივად უწევდა დაცვა ჩრდილოკავკასიელი, სპარსი, არაბი, თურქი, მონღოლი და სხვა დამპყრობლების შემოსევებისგან, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო თავდაცვის საშუალებები.

ადგილობრივი მოსახლეობა, მეომრები და მონადირეები მთავარანგელოზ ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ და საუკუნეები იცავდნენ ხატისთვის ნაბოძებ საგანძურს. ლეგენდის თანახმად, ეს საგანძური რჩეულის მოლოდინში დღემდე ინახება მთებში, მუცოს მახლობლად.

© პაატა ვარდანაშვილიმუცო
CNN-მა საქართველოში 10 საოცნებო ადგილი დაასახელა - Sputnik საქართველო
მუცო

უშგული

შხარას სამხრეთი კალთების ძირას, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მესტიის რაიონის სოფელი უშგული მდებარეობს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში მდინარეების ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დაცული კომპლექსი, რომელსაც მუზეუმის სტატუსი აქვს მინიჭებული, 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს და 11 ხალხურ საცხოვრებელს აერთიანებს. უშგულის თემის სოფლებიდან ყველაზე მეტი სვანური კოშკი ჩაჟაშშია შემორჩენილი. გადმოცემის თანახმად, ჩაჟაში, რომელიც სვანურად ცხენების სადგომს ნიშნავს, თამარ მეფის საზამთრო რეზიდენცია იყო. უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1996 წელს შევიდა. 

© Flickr / Sebastian Skoczypiecუშგული
CNN-მა საქართველოში 10 საოცნებო ადგილი დაასახელა - Sputnik საქართველო
უშგული

ვარძია

XII-XIII საუკუნეების ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ ჯავახეთში, ახალციხესთან ახლოს მდებარეობს.

იგი ქართული კულტურული მემკვიდრეობის უძველეს ძეგლს წარმოადგენს, რომელიც ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს.

ვარძიის ქვაში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი თავის დროზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ და რელიგიურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი მიწისძვრებისა და თავდასხმების შედეგად დაზიანებულია, იგი დღემდე აოცებს დამთვალიერებელს. ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომელიც ვარძიის ანსამბლის შუაგულში მდებარეობს. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები.

არქეოლოგები ვარძიის სამონასტრო კომპლექსისადმი ინტერესს ამ დრომდე არ კარგავენ, 2015 წელს ვარძიაში ორი ახალი იარუსი და იქ განთავსებული 10 ახალი ქვაბული აღმოაჩინეს.

CC BY-SA 2.0 / Tony Bowden / Vardziaვარძია
CNN-მა საქართველოში 10 საოცნებო ადგილი დაასახელა - Sputnik საქართველო
ვარძია

გელათის მონასტერი

გელათის სამონასტრო კომპლექსი — იუნესკოს სიაში 1994 წელს შეიტანეს. გელათის მონასტერი ერთ-ერთ უძველეს მონასტრად ითვლება და, როგორც გადმოცემა ამბობს, აგებულია წმინდა ადგილზე. ტაძარს მე-12 საუკუნის მოზაიკა გამოარჩევს, რომელზეც 3 მილიონი ფრაგმენტისგან არის შექმნილი.

© photo: courtesy of Besik Pipiaგელათის მონასტერი
CNN-მა საქართველოში 10 საოცნებო ადგილი დაასახელა - Sputnik საქართველო
გელათის მონასტერი

გერგეტის წმინდა სამება

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტებს შორის. გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლეზე მდებარეობს. გერგეტის სამება ხევის უმთავრესი სალოცავი და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთადერთი გუმბათოვანი ტაძარია.

© photo: Sputnik / Oleg Lastochkinგერგეტის სამება
CNN-მა საქართველოში 10 საოცნებო ადგილი დაასახელა - Sputnik საქართველო
გერგეტის სამება

ანანური

ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის (XVI-XVIII სს.) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მასში თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები. ანანურის კომპლექსი საქართველოს სამხედრო გზაზე, თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით ამავე სახელწოდების სოფელში მდებარეობს.

1743 წლამდე ეს ადგილი არაგვის საერისთავოს რეზიდენცია იყო. დღეისათვის ანანური ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენახული ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია.

© Alexander Imedashviliანანური
CNN-მა საქართველოში 10 საოცნებო ადგილი დაასახელა - Sputnik საქართველო
ანანური

გომის მთა

ოზურგეთის რაიონის მაღალმთიანი კურორტი გომისმთა წიწვოვანი ტყეების გარემოცვაში, მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტურისტებს სუფთა ჰაერი, სამკურნალო ჰავა, ნაკადულები, მინერალური წყლები და ჭინჭაოს ტბა იზიდავთ. გომისმთა კარგია დასასვენებლად როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში. აქ წელიწადში 7-8 თვე თოვს, რაც მის სათხილამურო კურორტად გადაქცევის შესაძლებლობას იძლევა.

© photo: courtesy of EKATERINE PHOTOGRAPHYეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: გომის მთა პროექტში „სეზონები - ფოტოდღიური“
CNN-მა საქართველოში 10 საოცნებო ადგილი დაასახელა - Sputnik საქართველო
ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: გომის მთა პროექტში „სეზონები - ფოტოდღიური“

სიღნაღი

მყუდრო და ლამაზი სიღნაღი, რომელსაც სიყვარულის ქალაქს უწოდებენ, გამოირჩევა ზღაპრული პეიზაჟებითა და ალაზნის ველის საუცხოო ხედებით.

© Sputnik/ Oxana Vointsevaსიღნაღი — სიყვარულის ქალაქი და ქართული ლას-ვეგასი
CNN-მა საქართველოში 10 საოცნებო ადგილი დაასახელა - Sputnik საქართველო
სიღნაღი — სიყვარულის ქალაქი და ქართული ლას-ვეგასი

დართლო

თუშეთის მაღალმთიანი სოფელი დართლო არქიტექტურულ ნაკრძალადაა აღიარებული. ეს სოფელი კავკასიის რეგიონში ეკოლოგიურად ერთ–ერთი ყველაზე სუფთა ადგილია. დართლო, ისევე როგორც მთელი თუშეთი, ალპური ლანდშაფტების უჩვეულო სილამაზით გამოირჩევა.

დავით-გარეჯა

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს რელიგიური და კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. კომპლექსის მშენებლობა VI საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო და ცამეტთაგან ერთ-ერთ ასურელ მამა დავითს უკავშირდება. სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევრადუდაბნოშია განლაგებული. საქართველოში არსებობს გადმოცემა, რომ გარეჯის მონასტერში სამჯერ ჩასვლა იერუსალიმის მოლოცვას ნიშნავს.

ყველა ახალი ამბავი
0