09:26 12 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2028
  • 100 RUB4.5482
  • USD2.8896
დამსვენებლები სარფში

ტურიზმის ადმინისტრაცია: საქართველოს, შესაძლოა, 1 მილიონი რუსი ტურისტი მოაკლდეს

© Sputnik / Seyran Baroyan
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (165)
141 0 0

წლის დასაწყისიდან ტურისტების 80%-მა რუსეთიდან ჩამოსასვლელად თვითმფრინავით ისარგებლა.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. რუსული მხრიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის შემდეგ 2019 წლის ბოლომდე საქართველო დაახლოებით 1 მილიონ ტურისტს დაკარგავს რუსეთიდან, განაცხადა ქვეყნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა მარიამ ქვრივიშვილმა.

უწყების მონაცემებით, ივნისში ყველაზე მეტი ტურისტი ქვეყანას რუსეთიდან ეწვია – შესრულდა 152,2 ათასი ვიზიტი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30,8%-ით მეტია. წლის პირველ ნახევარში მოგზაურთა რაოდენობამ საქართველოდან თითქმის 700 ათასი შეადგინა.

შემოსავლები ტურიზმიდან პირველ ხუთ თვეში 100 მილიონ დოლარზე მეტით გაიზარდა>>

მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისები აიკრძალება, რაც, სავარაუდოდ, ვიზიტორთა რაოდენობაზე აისახება.

საქართველოს 2018 წელს რუსეთის 1,4 მილიონი მოქალაქე ეწვია, შემოსავალმა 2 მილიარდი ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს იყო მოლოდინები, რომ რუსი ტურისტების რაოდენობა 1,7 მილიონს მიაღწევდა, ხოლო შემოსავალი – 2,5 მილიარდ ლარს, განაცხადა ქვრივიშვილმა პირველი არხის ეთერში. მან აღნიშნა, რომ, მათი პროგნოზებით, წლის ბოლოს დაახლოებით ერთი მილიონი რუსი ტურისტი და 2 მილიარდი ლარი მოაკლდება ქვეყანას.

მისი თქმით, სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს რუსი ტურისტების უმრავლესობა სახმელეთო ტრანსპორტით ჩამოვიდა, თუმცა, 2019 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, თითქმის 80%-მა საჰაერო გზა ამჯობინა.

ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ განვაგრძოთ ინფორმაციის მიწოდება იმის თაობაზე, რომ საქართველო უსაფრთხო მიმართულებაა. ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რათა ნებისმიერი ტურისტი ნებისმიერი ქვეყნიდან ამაში დარწმუნებული იყოს, განაცხადა ქვრივიშვილმა.

წლის დასაწყისიდან საქართველოში უცხოელებმა საზღვარი გადმოკვეთეს 3,8 მილიონჯერ. ეს 8,4%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

ამასთან, გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა ტურისტული მიზნით – 10%-ით, ქვეყანას ტურისტული მიზნით 2,1 მილიონი უცხოელი ეწვია. ივნისში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა იყო 472 ათასი, წლიური ზრდა 18%-ია.

მთავრობამ ტურისტული დარგის გადარჩენის გეგმა შეიმუშავა>>

რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან ეკრძალებათ საქართველოში ფრენები. ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს გაეწიათ რეკომენდაცია, აღარ გაყიდონ საგზურები. მთავრობას დაევალა რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა.

 

თემები:
ტურიზმი საქართველოში (165)

მთავარი თემები