შემოსავლები ტურიზმიდან პირველ ხუთ თვეში 100 მილიონ დოლარზე მეტით გაიზარდა

© Sputnik / Alex Shlamovტურისტები ახლო აღმოსავლეთიდან
ტურისტები ახლო აღმოსავლეთიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო მაღალმხარჯველიანი ტურისტების ახალი ბაზრებიდან მოზიდვას პირებს

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ–მაისში შემოსავალმა საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემთან შედარებით 101 მლნ აშშ დოლარით მეტია (ზრდა +9,8%), იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия ქვეყნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

კალაძე: ჩვენს ქვეყანაში დაცულია ტურისტების, მათ შორის რუსი ტურისტების უსაფრთხოება>>

შემოსავლებმა მაისში საერთაშორისო მოგზაურებიდან 182 მილიონი დოლარი შეადგინა (ზრდა +14,2%), ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 35 მლნ დოლარით მეტია.

„ის, რომ საქართველოში თვიდან თვემდე მატულობს უცხოელი ტურისტების რაოდენობა, ეს მხოლოდ მშრალი სტატისტიკა არის. ძალიან სასიხარულოა რომ იზრდება მაღალმხარჯველიანი ტურისტების რაოდენობაც და შესაბამისად, მნიშვნელოვნად იზრდება შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან“, – განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, მარკეტინგული კამპანიის მიზანია ახალი ტურისტული ბაზრების ათვისება და საქართველოში უფრო მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვა ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან და ახლო აღმოსავლეთიდან.

რუსი ტურისტები აბანოთუბანში - Sputnik საქართველო
რუსი ტურისტების შენარჩუნება - პრემიერმა ხელისუფლების გეგმები გაახმოვანა

თბილისში არეულობების ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. ამასთან, 8 ივლისიდან ფრენებს ვეღარ შეასრულებენ ქართული ავიაკომპანიებიც.

გასულ წელს საქართველოში დაფიქსირდა უცხოელი მოგზაურების რეკორდული რაოდენობა - 8,7 მილიონი ადამიანი, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებმა საქართველო 1,4 მილიონჯერ მოინახულეს. წელს კი, იანვრიდან მაისის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში დაახლოებით 540 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 31%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0