„ყველა ჯიბეს მოერგება“ – რატომ ჩამოდიან რუსი ტურისტები საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები ჯვრის მონასტერთან
ტურისტები ჯვრის მონასტერთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლიდან წლამდე საქართველოში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის. ბოლო ხუთ წელიწადში ტურიზმის სფეროში ყოველწლიურად 25%-იანი ზრდა ფიქსირდება.

თუ 2014 წელს რუსი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ საკმაოდ სუსტი იყო, დღეს ისინი ქვეყნის ზამთრის და ზაფხულის კურორტებს ხანგრძლივი ვიზიტებით სტუმრობენ და ხანმოკლე უიკენდებზეც სულ უფრო ხშირად ჩამოდიან.

Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ ვიდეოხიდზე მოსკოვი–თბილისი ქართველმა ჟურნალისტებმა შეკითხვები დაუსვეს რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს მაია ლომიძეს. მან განმარტა, რით არის გამოწვეული საქართველოს ასეთი პოპულარობა რუსეთის მოქალაქეებში.

The telegraph-მა საქართველო დასვენებისთვის საუკეთესო ქვეყნების ხუთეულში შეიყვანა >>

სწორი პოპულარიზაცია და ინფრასტრუქტურის მზადყოფნა

ლომიძის თქმით, რუს ტურისტებში საქართველოს პოპულარობის ზრდაში დიდი როლი ითამაშა ქვეყნის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ.

„საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ პოპულარიზაციის თვალსაზრისით თითქმის ყველა შესაძლებლობა გამოიყენა. წელიწადში რამდენჯერმე ტურისტული სააგენტოებისთვისა და ტუროპერატორებისთვის ეწყობოდა გაცნობითი ხასიათის ტურები. 40-50-კაციანი ჯგუფები მიემგზავრებოდნენ, მათ უჩვენებდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შესაძლებლობებს საექსკურსიო და საზღვაო დასვენებისთვის“, – განაცხადა ლომიძემ.

© Sputnik / Vladimir Umikashviliვიდეო-ხიდი მოსკოვი-თბილისი, პრესკონფერენცია რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია ლომიძის მონაწილეობით
„ყველა ჯიბეს მოერგება“ – რატომ ჩამოდიან რუსი ტურისტები საქართველოში - Sputnik საქართველო
ვიდეო-ხიდი მოსკოვი-თბილისი, პრესკონფერენცია რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია ლომიძის მონაწილეობით

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ორი წლის განმავლობაში გაცნობითი ტურები თითქმის უშედეგო იყო, მოგვიანებით მსხვილი ტუროპერატორები საქართველოთი დაინტერესდნენ. პარალელურად ხორციელდებოდა ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაცია, ორიენტირებული ინდივიდუალურ ტურისტებზე, რომელთა რაოდენობა ამჟამად საქართველოში უფრო მეტია, ვიდრე ორგანიზებული ტურისტული ჯგუფებისა.

დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
დარიალის ხეობაში მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერთან საფეხმავლო ხიდი აიგება

დიდი როლი შეასრულა ინტერნეტში განთავსებულმა რეკლამამ. ეს იყო მრავალფეროვანი ვიდეორგოლები, ცნობილი ბლოგერების მიმოხილვები და ვიდეოკონტენტის განთავსება Youtube-ზე.

„მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორმა ფაქტორმა – პოპულარიზაციამ და ინფრასტრუქტურის მზადყოფნამ ტურისტების მისაღებად. იქ არის გზები, ყველანაირი საფასო სეგმენტის სასტუმროები... ხუთი წლის განმავლობაში ნამდვილად ვხედავთ რუსი ტურისტების რაოდენობის ყოველწლიურ 25%-იან ზრდას“, – აღნიშნა ლომიძემ.

© Sputnik / Vladimir Umikashviliვიდეო-ხიდი მოსკოვი-თბილისი, პრესკონფერენცია რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია ლომიძის მონაწილეობით
„ყველა ჯიბეს მოერგება“ – რატომ ჩამოდიან რუსი ტურისტები საქართველოში - Sputnik საქართველო
ვიდეო-ხიდი მოსკოვი-თბილისი, პრესკონფერენცია რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია ლომიძის მონაწილეობით

რუსების აღფრთოვანება

ლომიძის თქმით, საქართველოში არ არსებობს ისეთი რეგიონი, სადაც ტურიზმის განვითარება არ შეიძლება. თუმცა, მისი თქმით, რუსი ტურისტისთვის ყველაზე პერსპექტიულ და მიმზიდველ ადგილს სვანეთი წარმოადგენს.

სვანური კოშკი - Sputnik საქართველო
მესტიისა და უშგულის კოშკებში შესაძლოა საოჯახო სასტუმროები გაიხსნას

„ყველაზე გამოცდილი ტურისტები რუსეთიდან, რომლებიც სვანეთში ჩავიდნენ, ამბობდნენ, რომ ასეთი რამ არსად სხვაგან არ უნახავთ. ამიტომ მესტია – ყველაზე პერსპექტიული რეგიონია მიუხედავად იმისა, რომ თბილისიც, კახეთიცა და ბათუმიც ასევე მშვენიერია. პერსპექტივები ნათელია. ყველაზე მთავარია, რომ ეს პერსპექტივები ხორციელდება“, – განმარტა ლომიძემ.

გასული კვირის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში 2019-2020 წლებში განხორციელდება.

ბახტაძის განცხადებით, მთავარ ამოცანას წარმოადგენს გზების მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა სვანეთში მოხვედრა უფრო სწრაფად იყოს შესაძლებელი.

© photo: Sputnik / Vakho Naverianiლამარიას მონასტერი სოფელ ჟიბიანში (უშგულის თემი)
„ყველა ჯიბეს მოერგება“ – რატომ ჩამოდიან რუსი ტურისტები საქართველოში - Sputnik საქართველო
ლამარიას მონასტერი სოფელ ჟიბიანში (უშგულის თემი)

პრემიერმა აღნიშნა, რომ რეგიონში შენდება რამდენიმე საბავშვო ბაღი, იწყება ახალი საბაგიროების მშენებლობა, რაც ოჯახურ ბიზნესს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

გზების მშენებლობაზე 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პრემიერმა განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნა, რომ მესტია ოთხი სეზონის კურორტი გახდა და კურორტ თეთნულდზე აშენებულმა საბაგიროებმა ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

საერთო პრობლემები

საქართველოს გიდების ასოციაციის წარმომადგენლებს არაერთხელ უსაუბრიათ გიდების პროფესიონალიზმთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. ექსპერტების თქმით, არაკომპეტენტური გიდები ხშირად ამახინჯებენ ისტორიულ ფაქტებს და ტურისტებს ქვეყნის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

ტურისტები ჯვრის მონასტერთან - Sputnik საქართველო
საქართველოში მოგზაურობა მობილური პროგრამით უფრო საინტერესო გახდება

მაია ლომიძემ აღიარა ის ფაქტი, რომ რუსეთშიც არსებობს ანალოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

„მე პირდაპირ გადმოვიღებდი ევროპულ გამოცდილებას გიდების მომზადება–მუშაობის კუთხით. იქ გიდების ატესტაცია რეგიონულ დონეზე მიმდინარეობს, გიდები სწავლობენ, აბარებენ გამოცდას და შემდეგ იღებენ შესაბამის „ბეიჯს“. ვისაც არ აქვს ეს ბეიჯი, ამა თუ იმ რეგიონში მუშაობის უფლება არ გააჩნია“, – განაცხადა ლომიძემ.

მისი თქმით, ევროპაში არსებობს ტურისტული პოლიცია, რომელიც ამ „ბეიჯებს“ ამოწმებს და, შესაბამისად, მისი არარსებობის შემთხვევაში დამრღვევებს საკმაოდ დიდ ჯარიმებს აკისრებს.

ტურიზმი და პოლიტიკა: როგორ ავირიდოთ უცხოელი გიდების მიერ საქართველოზე ფაქტების დამახინჯება > >

„ეს, ჩვენი თვალაზრისით, ერთადერთი, თუნდაც ძალიან ხისტი, მაგრამ პროფესიონალური ხერხია, რათა ავიცილოთ რაღაც გაურკვეველი მოთხრობები და ისტორიები, რადგან იგივე პრობლემას ვაწყდებით ჩვენს რეგიონებშიც. მნიშვნელოვანია ადამიანებს ამ პროფესიის დაუფლების და, შესაბამისად, მემკვიდრეობითობის შექმნის მოტივაცია მივცეთ, რადგან ეს რუსეთშიც დაკარგული იყო“, – განაცხადა ლომიძემ.

2018 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველო 1 404 757-ჯერ მოინახულეს, რაც გასულ წელთან შედარებით 23,8%-ით მეტია. ხოლო 2017 წელს საქართველოში 1,3 მილიონი რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 30%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0