მესტიისა და უშგულის კოშკებში შესაძლოა საოჯახო სასტუმროები გაიხსნას

© Sputnik / Denis Aslanovსვანური კოშკი
სვანური კოშკი - Sputnik საქართველო
სვანური კოშკები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. მიმდინარე წელს მესტიისა და უშგულის კოშკების რეაბილიტაცია იგეგმება, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სვანური კოშკები ტურისტული საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. ისინი VIII-დან XVIII საუკუნემდე პერიოდში იგებოდა და ხელით არის ნაშენები. კოშკები სიმაღლეში 20-28 მეტრს აღწევს.

„2019 წელს დაგეგმილია მესტიის ლაღამის უბანში კოშკების, მაჩუბებისა და გზის რეაბილიტაცია, ასევე უშგულის ოთხ სოფელში კოშკების რეაბილიტაცია. ეს საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ იქ გახსნან საოჯახო სასტუმროები და განავითარონ კერძო ბიზნესი", – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019".

გასაოცარი სვანური კოშკები - Sputnik საქართველო
უნიკალური სვანური კოშკები: საქართველოს ღირსშესანიშნაობები

მინისტრის ინფორმაციით, დასრულების ფაზაშია უშგულის ოთხი თემის გენგეგმაც, რომლის მიხედვითაც აღდგება არსებული კოშკები და მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა.

„ამ ეტაპზე იქ მოსაგვარებელია წყალმომარაგებისა და წყალარინების პრობლემა, ასევე ინტერნეტიზაცია. ეს აუცილებელია როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე ბიზნესის განვითარებისთვის", – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

სვანური კოშკები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. გარდა ამისა, 2011 წელს ქვის არქიტექტურის საერთაშორისო კონკურსზე (International Award Architecture in Stone) დაჯილდოვდა პრემიით „ხალხური არქიტექტურა".

ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019" თბილისში 29 და 30 იანვარს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასზე მეტი დელეგატი, მათ შორის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური