17:38 19 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ტურისტები მცხეთაში

The telegraph-მა საქართველო დასვენებისთვის საუკეთესო ქვეყნების ხუთეულში შეიყვანა

© Sputnik / Alexander Imedashvili
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)
15610

მშვენიერი ბუნება, დახვეწილი სამზარეულო და სტუმართმოყვარე ადამიანები – ეს არის საქართველოს მთავარი ღირსშესანიშნაობები.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველომ მეოთხე ადგილი დაიკავა 2019 წლის ათი საუკეთესო ტურისტული მიმართულების სიაში, რომელიც ბრიტანულმა გამოცემა The telegraph-მა შეადგინა.

ტურიზმის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს >>

სტატიაში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველომ რეკორდული რაოდენობის უცხოელ სტუმარს უმასპინძლა – რვა მილიონზე მეტ ვიზიტორს.

„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია. მაღალი მთებით, უძველესი მონასტრებით, სტუმართმოყვარე ხალხით ცნობილი საქართველო ღვინის სამშობლოა, სადაც შეგიძლიათ ტურისტულ ბილიკებს გაჰყვეთ და ისიამოვნოთ", – წერს The telegraph.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში ტურისტების ნაკადი დიდი ბრიტანეთიდანაც გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პირდაპირმა რეისებმა ლონდონი–ქუთაისი, რომელსაც ავიაკომპანია Wizz Air ასრულებს.

The telegraph-ის სიის პირველ სამეულში მოხვდნენ უზბეკეთი, ერიტრეა და აშშ, შემდეგ მოდიან საქართველო, ბულგარეთი, ფარერის კუნძულები, ლიხტენშტეინი, უკრაინა, რუმინეთი და პორტუგალია.

საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. 2018 წელს ქვეყანამ 8,6 მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, რაც 2017 წელთან შედარებით თითქმის 10%-ით მეტია.

თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)

მთავარი თემები