ექვსი მიუტევებელი შეცდომა წნევის გაზომვისას: სავალდებულოა იცოდეთ!

CC BY-SA 2.0 / Quinn Dombrowski / Disposable blood pressure cuffწნევის გაზომვა
წნევის გაზომვა  - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამოწერა
ექიმების თქმით, ადამიანები ხშირად უშვებენ შეცდომებს წნევის გაზომვისას, რის გამოც არასწორ მაჩვენებელს იღებენ და ამით შეიძლება სერიოზული ზიანიც მიაყენონ თავს.
თბილისი, 13 ივლისის — Sputnik. ადამიანები ხშირად უშვებენ შეცდომებს არტერიული წნევის გაზომვისას, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შედეგზე, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ყველაზე ხშირი შეცდომები, რომელთა გამოც წნევის არასწორ მაჩვენებელს ვიღებთ, არც ისე ბევრია, თუმცა მათ შესახებ ბევრმა ან არ იცის, ან ყურადღებას არ აქცევს.
წნევის გაზომვა - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
აუცილებლად გაიზომეთ წნევა ორივე ხელზე - ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია

პირველი შეცდომა — არასწორი დრო

ალბათ უცხო არ არის, რომ ადამიანი წნევას ხშირად ფსიქოემოციური ან ფიზიკური დაძაბულობის ფონზე იზომავს, რაც კატეგორიულად არასწორია.
კარდიოლოგების თქმით, წნევის გაზომვისას ადამიანი მშვიდ მდგომარეობაში უნდა იყოს. თუ რაიმე სიმძიმეს ასწევთ ან ინერვიულებთ და მაშინვე წნევის გაზომვას დაიწყებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვეულებრივი მდგომარეობა არ არის, მაჩვენებელი მაღალი იქნება. ამ დროს ხდება სისხლძარღვების სპაზმი, გულზე დატვირთვა ძლიერდება და, შესაბამისად, პულსიცა და წნევაც აწეულია. ამიტომ ასეთ შემთხვევებში წნევის გაზომვამდე ათი წუთი მაინც უნდა გავიდეს.

მეორე შეცდომა — არასწორი ჯდომა

წნევის გაზომვისას უნდა მიიღოთ სწორი პოზა: დაჯექით სკამზე ისე, რომ ზურგი სწორად გეჭიროთ, ფეხებით იატაკს უნდა ეხებოდეთ, ხოლო იდაყვში ნახევრად მოხრილი ხელი მაგიდაზე დადეთ. იშვიათ შემთხვევაში, თუ პაციენტს ჯდომა არ შეუძლია, დასაშვებია წნევის წამოწოლილ მდგომარეობაში გასინჯვა.
„არტერიული წნევის გაზომვისას ტერფები მთლიანად უნდა ეხებოდეს იატაკს, ფეხები არ უნდა იყოს გადაჯვარედინებული ან მოკეცილი. ხელი ისე უნდა გედოთ მაგიდაზე, რომ მკლავზე შემოხვეული მანჟეტი გულს უსწორდებოდეს. ამასთან, უნდა იყოთ მოდუნებული“, — ამბობს თერაპევტი იულია სტიაჟკინა.

მესამე შეცდომა — არასწორად შემოჭერილი მანჟეტი

იმისათვის, რომ წნევის მაჩვენებელი სწორი იყოს, საჭიროა, რომ მანჟეტი მკლავზე სწორ ადგილზე შემოიჭიროთ. ეს ადგილია იდაყვიდან 1-2 სანტიმეტრით მაღლა, გულის გასწვრივ — და არა იქ, სადაც მოგიხერხდებათ.
წნევის გაზომვა - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
არტერიული წნევა — ნორმალური დონე ასაკის მიხედვით და დარეგულირების უეფექტურესი რეცეპტი

მეოთხე შეცდომა — გაზომვა ტანსაცმლის ზემოდან

ტანსაცმელი ხელს უშლის წნევის სწორი მაჩვენებლის მიღებას.
იდეალურია, თუ მანჟეტს შიშველ მკლავზე გაიკეთებთ — ისე, რომ აკაპიწებული სახელო მხარზე არ გაჭერდეთ.

მეხუთე შეცდომა — ყავა და სიგარეტი

იმისათვის, რომ სწორი მაჩვენებელი მიიღოთ, წნევის გაზომვამდე ნახევარი საათის განმავლობაში არც ყავა ან ჩაი არ უნდა გქონდეთ დალეული და არც სიგარეტი მოწეული. ეს ყველაფერი არტერიულ წნევას მაღლა სწევს.

მეექვსე შეცდომა — ერთხელ გაზომვა

კარდიოლოგების თქმით, წნევა აუცილებლად ხელმეორედ უნდა გაიზომოთ პირველი გაზომვიდან ორი წუთის შემდეგ, რათა ზუსტი მაჩვენებელი დაადასტუროთ.
ამასთან, ექიმები გვაფრთხილებენ: თუ მანამდე დადგენილი გაქვთ, რომ მარჯვენა და მარცხენა ხელებზე სხვადასხვა წნევა გეზომებათ და ეს განსხვავება სინდიყის სვეტის ათ მილიმეტრზე მეტია, მაშინ შემდეგი გაზომვისას ის ხელი უნდა გამოიყენოთ, რომელზეც მაქსიმალური წნევა დაგიფიქსირდათ.
ყველა ახალი ამბავი
0