11:10 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (474)
295 0 0

ადამიანს სახის არეში აქვს ე.წ. სიკვდილის სამკუთხედი, რომელშიც დიდი რაოდენობით უსარქველო სისხლძარღვებია თავმოყრილი — განსხვავებით სხეულის სხვა ნაწილებისგან, აცხადებენ ექიმები.

სწორედ ამიტომ ორგანიზმში „სიკვდილის სამკუთხედიდან“ შეჭრილი ინფექციები შესაძლოა თავის ტვინის კავერნოზულ სინუსებში მოხვდეს და სერიოზულად გაართულოს ჯანმრთელობის მდგომარეობა.

უფრო მეტიც, ამ დროს ადამიანი არც ლეტალური შედეგისგანაა დაზღვეული.

დერმატოლოგები ტყუილად არ მოგვიწოდებენ ერთხმად, რომ არაფრით არ ვაწვალოთ თითებით ეს ზონა. ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, რაოდენ დიდი რაოდენობით მიკრობი ბუდობს ამ „სამკუთხედში“.

ვნახოთ, რა პრობლემები შეიძლება გაჩნდეს „სიკვდილის სამკუთხედში“: 

ფურუნკული, ანუ ძირმაგარა

ფურუნკულის გაჩენის მიზეზი ცხიმოვანი ჯირკვლების დაცობა და შემდგომი ანთებითი პროცესია. ამ დროს ჩირქი კანის ქვეშ იწყებს დაგროვებას, მაგრამ გარეთ არ გამოიდევნება. ფურუნკულოზი ყველაზე საშიში დერმატოლოგიური პრობლემაა, რომელიც სახის ზონაში შეიძლება გაჩნდეს. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი წვალება და თვითნებური „გახეთქვა“. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თავად მხოლოდ კომპრესების დადება შეგიძლიათ ღამღამობით. 

კარგ ეფექტს იძლევა იქტიოლის მალამო, რომელიც ჩირქს ერთ ადგილზე აგროვებს, ასე ვთქვათ, ამწიფებს ფურუნკულს და საბოლოოდ ხეთქავს მას. ოღონდ არ უნდა დაგავიწყდეთ „ჭრილობის“ სპირტით დამუშავება.

თმა ცხვირში 

ცხვირში არსებულ თმას მნიშვნელოვანი გაწმენდითი ფუნქცია აკისრია — ის ერთგვარი ჰაერის ფილტრია, რომელიც მიკრობებს ორგანიზმში შეღწევის საშუალებას უზღუდავს. ამიტომ, როგორც უნდა არაესთეტიკურად გამოიყურებოდეს ის თქვენს სახეზე, ექიმების რჩევით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი არც თვითნებული მოწიწკვნა და არც მოჭრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა დასნებოვნებას ვერ გადაურჩეთ.

ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი ცხვირიდან თმის მოსაშორებლად — სპეციალური ტრიმერია, რომლის გამოყენებაც რეგულარულად შეგიძლიათ.

შავი წერტილები, ანუ კომედონები

მათი გაჩენის მიზეზი იგივეა, რაც ფურუნკულებისა — ცხიმოვანი ჯირკვლების დაცობა, თუმცა – ნაკლებად საშიში. მიუხედავად ამისა, მაინც შეუძლია სერიოზული პრობლემების შექმნა. 

საქმე ისაა, რომ ცხიმოვანი ჯირკვლების არხები ერთგვარი „განტოტვილი ხეა“, ამიტომაც როდესაც „საცობს“ ვხსნით, ანუ შავ წერტილებს ვიღებთ, მისი შემადგენელი ბაქტერიები გარეთ გამოსვლის ნაცვლად სისხლში ხვდება. ამიტომაც ან კვალიფიციურ კოსმეტოლოგს უნდა მიაკითხოთ სახის გასაწმენდად, ან, როგორც ალტერნატივა, ე.წ. შავი ნიღბები გამოიყენოთ.

არ გამოგეპაროთ! მელანომა შეიძლება წლის ნებისმიერ სეზონზე გაჩნდეს – ექიმის რჩევები>>

ეს ნიღბები სახლის პირობებშიც შეგიძლიათ დაამზადოთ სხვადასხვა რეცეპტით. ოღონდ გახსოვდეთ, რომ ეს პროცედურა მხოლოდ კარგად დაორთქლილ კანზე უნდა ჩაიტაროთ. პროცედურის დასრულების შემდეგ კი აუცილებლად უნდა გადაისვათ სახეზე სპეციალური ტონიკი, რათა ორთქლით გაფართოებული ფორები ისევ დაიხუროს.

თემები:
სასარგებლო რჩევები (474)

მთავარი თემები