ვისთვისაა დაუშვებელი მასაჟი: დასახელდა აკრძალული კატეგორიები

CC0 / Pixabay / გამაჯანსაღებელი მასაჟი
გამაჯანსაღებელი მასაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირკვევა, რომ მასაჟორების გამოყენებასაც ახლავს რისკები, ვინაიდან ადამიანის სხეულზე არსებობს ზონები, რომელთა მასაჟმაც შეიძლება წნევაზე ან სისხლის შედედებაზეც კი მოახდინოს გავლენა.

თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. სამკურნალო მასაჟი და ფიზიოთერაპიული პროცედურები არ შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე ჩატარდეს, განაცხადა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში რუსეთის დამსახურებულმა ექიმმა, ვერტებრონევროლოგმა, მანუალურმა თერაპევტმა, რეფლექსოლოგმა ანდრეი კაბიჩკინმა.

ტკივილი ზურგის არეში - Sputnik საქართველო
„წითელი ალმები“: როდის არის ზურგის ტკივილი საშიშროების სიგნალი

სპეციალისტმა ჩამოთვალა ყველა ის კატეგორია, რომელთათვისაც ეს პროცედურები დაუშვებელია.

„მასაჟისთვის უკუჩვენებებია მწვავე ანთებითი დიაგნოზები. ეს მოიცავს, მაგალითად, გრიპს, მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს ტემპერატურის პიკში, კანის ჩირქოვან დაავადებებს — ფურუნკულებს, კარბუნკულებს და ა.შ. მასაჟი არ შეიძლება ჩაუტარდეთ პაციენტებს, რომელთაც გულის ქრონიკული უკმარისობა აქვთ დეკომპენსაციის სტადიაში, როდესაც ადამიანი დიდი რაოდენობით იღებს გულის შეკუმშვათა რიტმის დამრეგულირებელ პრეპარატებს. მასაჟის პროცედურები ასევე იკრძალება ონკოლოგიური დაავადებების დროს ქიმიოთერაპიის შემდეგ“, — განმარტავს ანდრეი კაბიჩკინი.

რაც შეეხება მასაჟორებს, ექიმი ამბობს, რომ ჯანმრთელ ადამიანებს მათი გამოყენება შეუძლიათ, ოღონდ დიდი სიფრთხილით, ვინაიდან გარკვეული რისკები მათაც ახლავს. განსაკუთრებით საყურადღებოა საყელოს ზონა, რომლის მასაჟმაც შეიძლება არტერიული წნევის მატება გამოიწვიოს ან სისხლის შედედებაზეც კი მოახდინოს გავლენა.

სპეციალისტის თქმით, სამკურნალო მასაჟები, როგორც წესი, ექიმის მიერ ინიშნება წელიწადში ორჯერ. კურსი მოიცავს 10-15 სეანსს. კაბიჩკინის განმარტებით, პროფესიონალის მიერ ჩატარებული პროცედურები არ იწვევს გართულებებს და ასეთი მასაჟი ხელს უწყობს სილამაზის, ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას დიდი ხნის განმავლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0