1. სიცარიელის კანონი
თუ ახალი ფეხსაცმელი გჭირდებათ, ძველი — გადაყარეთ. თუ ახალი ტანსაცმელი გჭირდებათ, გაასუფთავეთ თქვენი კარადა. თქვენს სტერეოტიპებს თქვენივე სურვილით უნდა დაემშვიდობოთ. ახალი მაშინ მოდის, როცა ძველისგან თავისუფლდებით.
2. ცირკულაციის კანონი
მზად იყავით, რომ გაუშვათ რაღაც, რაც გაქვთ იმისთვის, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ.
3. წარმოსახვის კანონი
თავდაპირველად თქვენი წარმატება წარმოსახვაში უნდა დაინახოთ. აღწერეთ თქვენი იდეალური დღე და არავის გაანდოთ (მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც ენდობით). შეინახეთ ეს აღწერილი დღე და თავისუფალ დროს გადაიკითხეთ ხოლმე.
4. შემოქმედების კანონი
ადამიანს წარმატების მიღწევა შეუძლია თავისი აზროვნების ენერგიით, ინტუიციითა და წარმოსახვით.
5. გაცემისა და მიღების კანონი
თუ რამეს გასცემთ, ეს უკან ათმაგად გიბრუნდებათ. როდესაც სიკეთეს იღებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გარშემომყოფთ გაუნაწილოთ. თუ ნიჭი გაქვთ და მას არ იყენებთ, ამით თქვენს ღვთაებრივ არსებობას შეურაცხყოფთ. საკუთარ შესაძლებლობებს რომ სათანადო პატივისცემით მოეპყროთ, უნდა გიხაროდეთ თქვენი ნიჭი და ის სხვებს გაუზიაროთ. თუ ამას გააკეთებთ, მეტი წყალობა გექნებათ ცხოვრებაში.
6. მეათედის კანონი
სამყარო თავის მეათედს ყოველთვის აიღებს. ეს, უბრალოდ, მხარდაჭერის წყაროს მადლიერების კანონია — 10% ყველაფრისგან, რაც გაგაჩნიათ. თქვენ არასდროს იცით, თქვენი მეათედი როგორ დაგიბრუნდებათ. ფული — ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ ის შეიძლება მოვიდეს სხვა სახით — ახალი მეგობრული ურთიერთობების, გამოჯანმრთელებისა და სხვა.
7. მიტევების კანონი
თუ ადამიანების პატიება არ შეგიძლიათ, თქვენი სიმდიდრის მიღებას ვერ შეძლებთ. თუ თქვენი სული სიძულვილითაა სავსე, იქ სიყვარული თავის ადგილს ვერ იპოვის. უნდა გათავისუფლდეთ უარყოფითი გრძნობებისგან, რომლებიც შიგნიდან გრგღნით და მოსვენებას არ გაძლევთ.