სამყაროს ძირეული კანონები

CC BY 2.0 / jimmy brown / Lady in Waitingქალი და სამყარო
ქალი და სამყარო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამყარო შვიდი ძირითადი პრინციპით არსებობს. მათი არცოდნა პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს, ხოლო ცოდნა დაგვეხმარება, არ დავუშვათ შეცდომები, ცხოვრებაში ჰარმონიას მივაღწიოთ და ბედნიერად ვიცხოვროთ.

1. სიცარიელის კანონი

თუ ახალი ფეხსაცმელი გჭირდებათ, ძველი — გადაყარეთ. თუ ახალი ტანსაცმელი გჭირდებათ, გაასუფთავეთ თქვენი კარადა. თქვენს სტერეოტიპებს თქვენივე სურვილით უნდა დაემშვიდობოთ. ახალი მაშინ მოდის, როცა ძველისგან თავისუფლდებით.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
სამყარო ტკივილის გარეშე, ბედნიერი უვიცობა და არჩევანი სისულელესა და გენიალობას შორის

2. ცირკულაციის კანონი

მზად იყავით, რომ გაუშვათ რაღაც, რაც გაქვთ იმისთვის, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ.

3. წარმოსახვის კანონი

თავდაპირველად თქვენი წარმატება წარმოსახვაში უნდა დაინახოთ. აღწერეთ თქვენი იდეალური დღე და არავის გაანდოთ (მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც ენდობით). შეინახეთ ეს აღწერილი დღე და თავისუფალ დროს გადაიკითხეთ ხოლმე.

დატკბით ცხოვრებით, დაიჭირეთ მომენტი - Sputnik საქართველო
ცხოვრება ძალზე ხანმოკლეა, რომ ის მრისხანებაზე დახარჯოთ – იცხოვრეთ „აქ და ახლა“

4. შემოქმედების კანონი

ადამიანს წარმატების მიღწევა შეუძლია თავისი აზროვნების ენერგიით, ინტუიციითა და წარმოსახვით.

5. გაცემისა და მიღების კანონი

თუ რამეს გასცემთ, ეს უკან ათმაგად გიბრუნდებათ. როდესაც სიკეთეს იღებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გარშემომყოფთ გაუნაწილოთ. თუ ნიჭი გაქვთ და მას არ იყენებთ, ამით თქვენს ღვთაებრივ არსებობას შეურაცხყოფთ. საკუთარ შესაძლებლობებს რომ სათანადო პატივისცემით მოეპყროთ, უნდა გიხაროდეთ თქვენი ნიჭი და ის სხვებს გაუზიაროთ. თუ ამას გააკეთებთ, მეტი წყალობა გექნებათ ცხოვრებაში.

დაფიქრდით, რას ეძახით წარმატებულ და წარუმატებელ, ღარიბ და მდიდარ ადამიანს. - Sputnik საქართველო
სიღარიბის ჩვევების ტყვეობაში

6. მეათედის კანონი

სამყარო თავის მეათედს ყოველთვის აიღებს. ეს, უბრალოდ, მხარდაჭერის წყაროს მადლიერების კანონია — 10% ყველაფრისგან, რაც გაგაჩნიათ. თქვენ არასდროს იცით, თქვენი მეათედი როგორ დაგიბრუნდებათ. ფული — ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ ის შეიძლება მოვიდეს სხვა სახით — ახალი მეგობრული ურთიერთობების, გამოჯანმრთელებისა და სხვა.

7. მიტევების კანონი

თუ ადამიანების პატიება არ შეგიძლიათ, თქვენი სიმდიდრის მიღებას ვერ შეძლებთ. თუ თქვენი სული სიძულვილითაა სავსე, იქ სიყვარული თავის ადგილს ვერ იპოვის. უნდა გათავისუფლდეთ უარყოფითი გრძნობებისგან, რომლებიც შიგნიდან გრგღნით და მოსვენებას არ გაძლევთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0