სიღარიბის ჩვევების ტყვეობაში

CC BY 2.0 / Flickr/ catherinedncr / Successდაფიქრდით, რას ეძახით წარმატებულ და წარუმატებელ, ღარიბ და მდიდარ ადამიანს.
დაფიქრდით, რას ეძახით წარმატებულ და წარუმატებელ, ღარიბ და მდიდარ ადამიანს. - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაფიქრდით, რას ისახავთ მიზნად, რა გინდათ ცხოვრებაში, რას ეძახით წარმატებულ და წარუმატებელ, ღარიბ და მდიდარ ადამიანს, რა კრიტერიუმებით აფასებთ და ისე იმოქმედეთ, ისე გაითვალისწინეთ წარუმატებელი ადამიანების ჩვევები.

ფსიქოლოგი, ბიზნესმენი, წარმატებული ადამიანების მწვრთნელი ევგენი დეინეკო მიიჩნევს, რომ ღარიბ, წარუმატებელ ადამიანებს განსაკუთრებული ჩვევები ახასიათებთ და თუ ნიჭიერი ადამიანიც ამ ჩვევების „ტყვეობაში“ აღმოჩნდება, ისიც წარუმატებელი გახდება. 

დეინეკო აღნიშნავს, რომ 12-წლიანი პრაქტიკის შედეგად მან ღარიბი ადამიანების დამახასიათებელი საერთო ჩვევების გამოყოფა შეძლო. გთავაზობთ წარუმატებელი ადამიანის 13 ნიშან-მახასიათებელს, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ საკუთარი ცხოვრების შეცვლაში, თუ მისი შეცვლა ნამდვილად გინდათ.

ჩვევა 1 — ღარიბები ყოველთვის ეძებენ დამნაშავეს

ღარიბი ადამიანი არასდროს იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ის თავის წარუმატებლობაში უფრო კოლეგებს, უფროსს ან სისტემას დაადანაშაულებს, ვიდრე საკუთარ მარცხს აღიარებს. მისი საყვარელი ფრაზებია: „ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, დიდი ხნის წინ გავხდებოდი წარმატებული“, „ყველა ხელს მიშლის, არაფრის გაკეთება არ შემიძლია“.

ჩვევა 2 — დროის გაჭიანურება

ბავშვობიდან გვაჩვევენ ძველ ხალხურ სიბრძნეს — „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. დრო გადის, თქვენ კი სულ ფიქრობთ, ზომავთ და საბოლოოდ, მოიძებნება ვიღაც გაბედული, რომელიც თქვენს იდეას განახორციელებს. იმარჯვებს ის, ვისაც პირველი ნაბიჯის გადადგმისა და გარისკვის არ ეშინია, ის, ვინც იყენებს საკუთარ იდეებს და თავისი მეხსიერების სადღაც კუთხე-კუნჭულში არ მარხავს.

ასეთი აზროვნების ადამიანი დროს ყოველთვის აჭიანურებს, ხოლო საკუთარ უმოქმედობას კვლავ სხვას აბრალებს.

ჩვევა 3 — უსაფრთხოდ მოქმედება

ღარიბები არ რისკავენ. ისინი არცთუ დიდ, მაგრამ სტაბილურ შემოსავალს ამჯობინებენ. შედეგად, ასეც ცხოვრობენ — ხელფასიდან ხელფასამდე, სამაგიეროდ — წარმოსახვითი სტაბილურობით.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Kamil Porembiński / Homelessიმარჯვებს ის, ვისაც პირველი ნაბიჯის გადადგმისა და გარისკვის არ ეშინია.
იმარჯვებს ის, ვისაც პირველი ნაბიჯის გადადგმისა და გარისკვის არ ეშინია. - Sputnik საქართველო
იმარჯვებს ის, ვისაც პირველი ნაბიჯის გადადგმისა და გარისკვის არ ეშინია.

ჩვევა 4 — უფასოდ სწავლა

ღარიბების ტიპური წარმომადგენელი უამრავ ტრენინგსა და სემინარზეა ჩაწერილი და როგორც წესი, მათ უმეტესობას არც კი ისმენს. შედეგად ადამიანი სწავლების ილუზიაში ცხოვრობს, სინამდვილეში კი არანაირად არ ვითარდება. უფასო ყველი კი ვიცით, სადაც არის… წარმატებული მეწარმე რომ გახდე, აუცილებელია პირადი ურთიერთობა მასწავლებელთან, აუცილებელია მოქმედების მკაფიო კურსი დასახული მიზნისკენ. ტრენინგის მიზანი — ეს არა მხოლოდ მომავალი წარმატების მაჩვენებელი, არამედ თქვენი მოტივაციის ფასიცაა.

ჩვევა 5 — შრომის საფასურს სხვას არ უხდიან

ღარიბის აზროვნების მქონე ადამიანს სხვის ხარჯზე უყვარს ცხოვრება. მუსიკას, ტრენინგებს, ფილმებს და ა. შ. ტორენტებიდან „ქაჩავს“. მისი ფილოსოფია ასეთია — მოიძიოს შესაძლებლობა, რომ ფასიანი მომსახურება ან საქონელი უფასოდ მიიღოს. ხოლო ცხოვრება მას სერვისებს უმარტივებს (ტორენტები, პირატული საიტები), რომლებიც ასეთივე ღარიბების შექმნილია ღარიბებისთვის. გადმოწერე ფასიანი პროდუქტი უფასოდ = ქურდობას. სხვისი ინტელექტუალური საკუთრების ქურდობა და ტყუილი ადამიანს სამუდამო სიღარიბეში ცხოვრებისთვის წირავს.

CC BY 2.0 / Flickr/ Amy / 89/365გადმოწერე ფასიანი პროდუქტი უფასოდ = ქურდობას.
გადმოწერე ფასიანი პროდუქტი უფასოდ = ქურდობას. - Sputnik საქართველო
გადმოწერე ფასიანი პროდუქტი უფასოდ = ქურდობას.

ჩვევა 6 — საკუთარი თავის შეცოდება

ადამიანები თავისი პრობლემების სათავეს გარემოცვაში ხედავენ — ეს შეიძლება იყოს არასასურველი გეოგრაფიული მდებარეობა, სხეულის ნაკლოვანება, ღარიბ ოჯახში დაბადება, არასაკმარისი განათლება, სხვა ქვეყანაში ცხოვრება და ა. შ. ღარიბი ადამიანის არსენალში თავის შესაცოდი ათეულობით საბაბი, ხოლო კაპიტალს შეცოდებით ვერ გამოიმუშავებ.

ჩვევა 7 — ჩივილი და წუწუნი

საიდუმლო არაა, რომ ფულის უქონლობა უარყოფითი ემოციების მიზეზია. ღარიბისგან განსხვავებით, მდიდარი ადამიანის აზროვნების მქონე წარუმატებლობას აღიქვამს, როგორც სანუკვარ ოცნებამდე მიმავალ გზაზე ერთ-ერთ საფეხურს, ის ცხოვრებაზე ჩივილსა და წუწუნს არ იწყებს.

ჩვევა 8 — რას იტყვიან სხვები?

წარმატებული ადამიანი თავის ინდივიდუალობას აფასებს და გარშემომყოფთა აზრზე დამოკიდებული არ არის. ღარიბი კი, როგორც წესი, პირიქითაა — თავისი დროის ლომის წილს იმას უთმობს, რომ თავისი იმიჯი შეინარჩუნოს სხვების თვალში. ამასთან, ორიენტაცია წარმატებულ და ძლიერ ადამიანებზე აქვს აღებული. შედარება მის სასარგებლოდ კი არ მოქმედებს, არამედ კიდევ ერთ მშვენიერ საბაბს აძლევს წუწუნისთვის. 

ჩვევა 9 — ფულის ფანტვა

ღარიბ ადამიანს ფინანსური სტრატეგია არ გააჩნია. მისი მიზანი გამომუშავება და დახარჯვაა. მდიდარი კი შრომით მოპოვებულ ფულს კაპიტალის შექმნაში დებს. ასეთ ვითარებაში გავრცელებული შეცდომაა: „რა უნდა ჩავდო, თუ ფული არა მაქვს?“. ფული იმიტომ არ არის, რომ ადამიანი მომავალზე არ ფიქრობს. მდიდარი ის კი არ ხდება, ვინც დიდ ფულს გამოიმუშავებს, არამედ ის, ვინც თავისი შემოსავლების მართვა ისწავლა.

ჩვევა 10 — წუთიერი მოგების ძიება

ღარიბები ახლის შესწავლისკენ არ ისწრაფვიან, პერსპექტივაზე არ მუშაობენ, არამედ ზუსტად ახლა, ამ წუთას უნდათ ფული. ეს ქცევის მომხმარებლური სისტემის ნათელი მაგალითია. ადამიანს ყველაფერი და ერთად უნდა, თანაც მინიმალური ძალისხმევით. ის იმ გლეხს ჰგავს, რომელიც ზამთარში დასათეს კარტოფილს ჭამს და იმაზე არ ფიქრობს, რას დათესავს გაზაფხულზე.

ჩვევა 11 — იმის გაკეთება, რაც არ მოსწონს

ღარიბს ყოველთვის მოეძებნება 10 დამნაშავე, 100 გამართლება და 1000 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იაროს სამუშაოზე, რომელიც არ უყვარს. ის მხოლოდ პარასკევზე ფიქრით ცხოვრობს, მაგრამ მაინც ყოველ ორშაბათს მორჩილად მიაბიჯებს სამსახურში, თავისი საქმით დაკავებისთვის მას გამბედაობა არ ჰყოფნის. ასე გადის ცხოვრება — წლიდან წლამდე…

CC BY 2.0 / Flickr/ Eliezer Borges / FUTURE SPIDER MANწარმატებული რომ გახდე, აუცილებელია მოქმედების მკაფიო კურსი დასახული მიზნისკენ
წარმატებული რომ გახდე, აუცილებელია მოქმედების მკაფიო კურსი დასახული მიზნისკენ - Sputnik საქართველო
წარმატებული რომ გახდე, აუცილებელია მოქმედების მკაფიო კურსი დასახული მიზნისკენ

ჩვევა 12 — დროის ფლანგვა

ღარიბის აზროვნების მქონე ადამიანი სვამს კითხვას: როგორ „მოკლას“ დრო? ეს უკიდურესად ნეგატიური კითხვა სწორ კითხვაში უნდა გადაიზარდოს — როგორ გამოვიყენო დრო მაქსიმალურად მომგებიანად? შედეგად ყველა იღებს იმას, რისკენაც ისწრაფვის — ღარიბი „კლავს“ დროსა და თავის ცხოვრებას, ხოლო მდიდარი იყენებს დროს და მდიდრდება.

ჩვევა 13 — სხვისი ცხოვრებით ცხოვრება

ღარიბებს აზროვნების სერიოზული შეცდომა ახასიათებთ — სხვა ადამიანების ცხოვრების პროექცირება თავის ცხოვრებაზე. უამრავი სერიალი, მხატვრული წიგნი და ვარსკვლავთა ისტორიები მხოლოდ ამისკენ უბიძგებენ მათ. ღარიბები ტკბებიან სხვა ადამიანების თავგადასავლებით, ცხოვრობენ ილუზიებში და თავიანთი კუმირების წარმატებების ჩრდილში. არ რისკავენ, რომ გადააბიჯონ თავიანთ ეჭვებსა და შიშებს. ეშინიათ, დაიწყონ მცირედით და თავიანთი ბედი აგურ-აგურ ააწყონ.

P.S. შესაძლებელია, ამ ჩვევებში საკუთარი თავიც დაინახეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გუნება გაგიფუჭდეთ. დაფიქრდით, რას ისახავთ მიზნად, რა გინდათ ცხოვრებაში, რას ეძახით წარმატებულ და წარუმატებელ, ღარიბ და მდიდარ ადამიანს, რა კრიტერიუმებით აფასებთ და ისე იმოქმედეთ, ისე გაითვალისწინეთ წარუმატებელი ადამიანების ჩვევები.


ყველა ახალი ამბავი
0