UNICEF და განათლების სამინისტრო პედაგოგების ორგანიზებულ ვაქცინაციას უზრუნველყოფენ

© photo: Sputnik / სწავლა სკოლაში პანდემიის დროს
სწავლა სკოლაში პანდემიის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
გამოწერა
საქართველოს განათლების სისტემაში ამჟამად 67,3 ათასი პედაგოგი მუშაობს, ამ დროისათვის კი მხოლოდ 1.308 ადამიანია ვაქცინირებული.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრო და UNICEF პედაგოგების ორგანიზებულ მასობრივ ვაქცინაციას უზრუნველყოფენ, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა UNICEF-ის წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან მასწავლებლების ვაქცინაციის დეტალური გეგმა განიხილა.
პედაგოგები და სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე სხვა პირები რეგისტრაციის გარეშე აიცრებიან>>
ჩხენკელმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისა და სტუდენტების ჯანმრთელობის დაცვა, რისთვისაც აუცილებელია განათლების სისტემაში დასაქმებული პირების იმუნიზაცია. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად ვაქცინაციისთვის თანხას მიიღებს
საქართველოში მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის დამატებითი სივრცეებია გამოყოფილი. იქ მათ ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ. ჩხენკელის განცხადებით, ასეთი პირობები განათლების სექტორში დასაქმებულებისთვის იმისთვის შეიქმნა, რომ მათ მარტივად შეძლონ აცრა.
ხალილის განცხადებით, UNICEF საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს პედაგოგებთან მთელ ქვეყანაში მართავს. შეხვედრების მთავარი მიზანია ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ვაქცინაციის სარგებლისა და მნიშვნელობის შესახებ პედაგოგებს ესაუბრებიან ჯანდაცვის სფეროს ცნობილი ექსპერტები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. ხალილის თქმით, ამგვარი შეხვედრების შემდეგ ვაქცინაციის პროცესში მრავალი მასწავლებელი ჩაერთო.
სკოლის პერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებელი საქართველოში ყველაზე დაბალია. ბოლო მონაცემებით, ერთი დოზით აცრილია 1.308 ადამიანი. სულ ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 67,3 ათასი პედაგოგია.
ყველა ახალი ამბავი
0