https://sputnik-georgia.com/20210730/pedagogebi-registraciis-gareSe-aicrebian-252463491.html
პედაგოგები და სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე სხვა პირები რეგისტრაციის გარეშე აიცრებიან
პედაგოგები და სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე სხვა პირები რეგისტრაციის გარეშე აიცრებიან
Sputnik საქართველო
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში წარმართვის მიზნით ეპიდემიოლოგები მასწავლებლებსა და სასწავლო დაწესებულებებში... 30.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-30T15:37+0400
2021-07-30T15:37+0400
2023-08-17T18:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875165_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_dc5a2cc99c1ec1a16705bd5aaefcad5b.jpg
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული ადამიანები, სურვილის შემთხვევაში, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ აცრას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.გაბუნიას განმარტებით, ამ დრომდე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან, რათა სექტორის შიგნით აქტიური საინფორმაციო კამპანია წარიმართოს.როგორც მანამდე გაბუნიამ განაცხადა, სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით აგვისტოში პედაგოგების ვაქცინაციაზე აქტიურად იმუშავებენ.ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა მძვინვარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ პიკი არ არის, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.712-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 416.338-ს მიაღწია.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 464.875 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 153.128 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210730/Pfizer-vaqcinacia-ambulatoriebSic-iqneba-SesaZlebeli-252463341.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875165_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_9158aec1e044f19132bbba0a912759eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
პედაგოგები და სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე სხვა პირები რეგისტრაციის გარეშე აიცრებიან
15:37 30.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში წარმართვის მიზნით ეპიდემიოლოგები მასწავლებლებსა და სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე პირებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული ადამიანები, სურვილის შემთხვევაში, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ აცრას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.
გაბუნიას განმარტებით, ამ დრომდე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან, რათა სექტორის შიგნით აქტიური საინფორმაციო კამპანია წარიმართოს.
„უზრუნველყოფილი უნდა იყოს საგანმანათლებლო სექტორის პერსონალის მოწვევა. ვაქცინაციაში ძალიან ბევრი ჩაერთო და იცრება. საუნივერსიტეტო სივრცეში ვაქცინაციის დიდი ცენტრის მოწყობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გამოიყოს ცალკე კუთხე პედაგოგებისთვის და მათ ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლონ ვაქცინაცია, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე“, – აღნიშნა გაბუნიამ.
როგორც მანამდე გაბუნიამ განაცხადა, სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით აგვისტოში პედაგოგების ვაქცინაციაზე აქტიურად იმუშავებენ.
ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა მძვინვარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ პიკი არ არის, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.712-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 416.338-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 464.875 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 153.128 ადამიანი.