https://sputnik-georgia.com/20210811/UNICEF-da-ganaTlebis-saministro-pedagogebis-organizebul-vaqcinacias-uzrunvelyofen-252554856.html
UNICEF და განათლების სამინისტრო პედაგოგების ორგანიზებულ ვაქცინაციას უზრუნველყოფენ
UNICEF და განათლების სამინისტრო პედაგოგების ორგანიზებულ ვაქცინაციას უზრუნველყოფენ
Sputnik საქართველო
საქართველოს განათლების სისტემაში ამჟამად 67,3 ათასი პედაგოგი მუშაობს, ამ დროისათვის კი მხოლოდ 1.308 ადამიანია ვაქცინირებული. 11.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-11T11:36+0400
2021-08-11T11:36+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909093_294:177:3620:2048_1920x0_80_0_0_4b090f5a3d7c113f3a71d8c1c9e0ad58.jpg
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრო და UNICEF პედაგოგების ორგანიზებულ მასობრივ ვაქცინაციას უზრუნველყოფენ, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა UNICEF-ის წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან მასწავლებლების ვაქცინაციის დეტალური გეგმა განიხილა.პედაგოგები და სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე სხვა პირები რეგისტრაციის გარეშე აიცრებიან>>ჩხენკელმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისა და სტუდენტების ჯანმრთელობის დაცვა, რისთვისაც აუცილებელია განათლების სისტემაში დასაქმებული პირების იმუნიზაცია. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.საქართველოში მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის დამატებითი სივრცეებია გამოყოფილი. იქ მათ ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ. ჩხენკელის განცხადებით, ასეთი პირობები განათლების სექტორში დასაქმებულებისთვის იმისთვის შეიქმნა, რომ მათ მარტივად შეძლონ აცრა.ხალილის განცხადებით, UNICEF საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს პედაგოგებთან მთელ ქვეყანაში მართავს. შეხვედრების მთავარი მიზანია ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ვაქცინაციის სარგებლისა და მნიშვნელობის შესახებ პედაგოგებს ესაუბრებიან ჯანდაცვის სფეროს ცნობილი ექსპერტები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. ხალილის თქმით, ამგვარი შეხვედრების შემდეგ ვაქცინაციის პროცესში მრავალი მასწავლებელი ჩაერთო.სკოლის პერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებელი საქართველოში ყველაზე დაბალია. ბოლო მონაცემებით, ერთი დოზით აცრილია 1.308 ადამიანი. სულ ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 67,3 ათასი პედაგოგია.
https://sputnik-georgia.com/20210811/saqarTvelo-vaqcinaciisTvis-Tanxas-miiRebs-252554637.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909093_614:0:3345:2048_1920x0_80_0_0_e41ba6748e7b067588528cbfb61d2fd8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
UNICEF და განათლების სამინისტრო პედაგოგების ორგანიზებულ ვაქცინაციას უზრუნველყოფენ
11:36 11.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საქართველოს განათლების სისტემაში ამჟამად 67,3 ათასი პედაგოგი მუშაობს, ამ დროისათვის კი მხოლოდ 1.308 ადამიანია ვაქცინირებული.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრო და UNICEF პედაგოგების ორგანიზებულ მასობრივ ვაქცინაციას უზრუნველყოფენ, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა UNICEF-ის წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან მასწავლებლების ვაქცინაციის დეტალური გეგმა განიხილა.
ჩხენკელმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისა და სტუდენტების ჯანმრთელობის დაცვა, რისთვისაც აუცილებელია განათლების სისტემაში დასაქმებული პირების იმუნიზაცია. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.
საქართველოში მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის დამატებითი სივრცეებია გამოყოფილი. იქ მათ ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ. ჩხენკელის განცხადებით, ასეთი პირობები განათლების სექტორში დასაქმებულებისთვის იმისთვის შეიქმნა, რომ მათ მარტივად შეძლონ აცრა.
ხალილის განცხადებით, UNICEF საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს პედაგოგებთან მთელ ქვეყანაში მართავს. შეხვედრების მთავარი მიზანია ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ვაქცინაციის სარგებლისა და მნიშვნელობის შესახებ პედაგოგებს ესაუბრებიან ჯანდაცვის სფეროს ცნობილი ექსპერტები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. ხალილის თქმით, ამგვარი შეხვედრების შემდეგ ვაქცინაციის პროცესში მრავალი მასწავლებელი ჩაერთო.
სკოლის პერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებელი საქართველოში ყველაზე დაბალია. ბოლო მონაცემებით, ერთი დოზით აცრილია 1.308 ადამიანი. სულ ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 67,3 ათასი პედაგოგია.