https://sputnik-georgia.com/20210811/saqarTvelo-vaqcinaciisTvis-Tanxas-miiRebs-252554637.html
საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად ვაქცინაციისთვის თანხას მიიღებს
საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად ვაქცინაციისთვის თანხას მიიღებს
Sputnik საქართველო
ევროკავშირის მხარდაჭერა ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული ჯანდაცვის მენეჯერებისა და სამედიცინო პერსონალის სწავლებასაც მოიცავს. 11.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-11T10:37+0400
2021-08-11T10:37+0400
2021-10-19T18:03+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19 - ბოლო ცნობები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252221980_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_d456edbc61045b181b36384629f293e6.jpg
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ევროკომისიამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი ქვეყნისთვის კორონავირუსთან ბრძოლისთვის გამიზნული დახმარება 40 მილიონიდან 75 მილიონ ევრომდე გაზარდა, ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 35 მილიონით გაზრდილ დახმარებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისთვის მიიღებენ აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.„ევროკავშირი მოწოდებულია მხარი დაუჭიროს ჩვენს აღმოსავლელ მეზობლებს ვაქცინაციის დასაჩქარებლად, რადგან ეს გადამწყვეტი იქნება პანდემიის დასრულებისთვის და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის დასაწყებად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს პარტნიორებზე“, – განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ.გამოყოფილი 35 მილიონი დახმარების პირველი 40 მილიონი ევროს პაკეტის დამატებაა, რომელიც თებერვალში გამოიყო მოსახლეობის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციის მომზადების გასაუმჯობესებლად.ევროკავშირს მხარდაჭერა მოიცავს ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული ჯანდაცვის მენეჯერებისა და სამედიცინო პერსონალის ტრენინგს, ვაქცინებისა და მარაგების მიწოდებისა და მართვის ძირითად ლოგისტიკურ მხარდაჭერას, ვაქცინაციის მონაცემებისა და უსაფრთხოების მონიტორინგს, კომუნიკაციას და საზოგადოების ჩართულობას, ასევე ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის განვითარების მხარდაჭერას.
https://sputnik-georgia.com/20210803/gamokiTxva-romeol-vaqcinas-endobian-saqarTveloSi-252489171.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252221980_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2471c35ecf9ce4af60b8717d581678c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად ვაქცინაციისთვის თანხას მიიღებს
10:37 11.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ევროკავშირის მხარდაჭერა ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული ჯანდაცვის მენეჯერებისა და სამედიცინო პერსონალის სწავლებასაც მოიცავს.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ევროკომისიამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი ქვეყნისთვის კორონავირუსთან ბრძოლისთვის გამიზნული დახმარება 40 მილიონიდან 75 მილიონ ევრომდე გაზარდა, ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის
განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 35 მილიონით გაზრდილ დახმარებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისთვის მიიღებენ აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.
„ევროკავშირი მოწოდებულია მხარი დაუჭიროს ჩვენს აღმოსავლელ მეზობლებს ვაქცინაციის დასაჩქარებლად, რადგან ეს გადამწყვეტი იქნება პანდემიის დასრულებისთვის და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის დასაწყებად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს პარტნიორებზე“, – განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ.
გამოყოფილი 35 მილიონი დახმარების პირველი 40 მილიონი ევროს პაკეტის დამატებაა, რომელიც თებერვალში გამოიყო მოსახლეობის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციის მომზადების გასაუმჯობესებლად.
ევროკავშირს მხარდაჭერა მოიცავს ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული ჯანდაცვის მენეჯერებისა და სამედიცინო პერსონალის ტრენინგს, ვაქცინებისა და მარაგების მიწოდებისა და მართვის ძირითად ლოგისტიკურ მხარდაჭერას, ვაქცინაციის მონაცემებისა და უსაფრთხოების მონიტორინგს, კომუნიკაციას და საზოგადოების ჩართულობას, ასევე ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის განვითარების მხარდაჭერას.