00:20 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6780
  • 100 RUB4.2550
  • USD3.1022
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (46)
63 0 0

პრემიერი ირწმუნება, რომ საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მომხდარის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდება.

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლშქარავას გარდაცვალებას, რომელსაც 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინაღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა.

ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს.

„უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი  ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, „ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია“, - დაწერა პრემიერმა Facebook-ზე.

„ტვ პირველის“ ოპერატორი 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა, სადაც მას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ. მას სახის ძვლების მოტეხილებები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა, სამი დღის შემდეგ კი ლექსო ლაშქარავა კლინიკიდან გაწერეს. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.

ლექსო ლაშქარავას დედა, რომელმაც დილით შვილი გარდაცვლილი ნახა, ამტკიცებს, რომ 5 ივლისის აქციაზე ცემამდე მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და მის გარდაცვალებას სწორედ ამ მოვლენებს უკავშირებს, მაგრამ კონკრეტული მიზეზის დასახელება უჭირს.

სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.

შსს-მ დაღუპულის ოჯახს სასამართლო ექსპერტიზაში დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტის ჩართვა შესთავაზა. უკვე ცნობილია, რომ ექსპერტიზაში ჩაერთვება დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდე გეჯაძე. ოჯახის ინტერესებს ასევე იცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

თბილისში საღამოს დაანონსდა საპროტესტო აქცია ლოზუნგით „სისტემა კლავს! გამოდი სიცოცხლისთვის!“

 

თემები:
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (46)

მთავარი თემები