https://sputnik-georgia.com/20210711/leqso-laSqaravas-gardacvalrbis-saqmeze-eqspertizaSi-damoukidebeli-eqsperti-CaerTveba-252278339.html
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექპერტი ჩაერთვება
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექპერტი ჩაერთვება
Sputnik საქართველო
ალექსანდრე ლაშქარავას ცხედარი სამართალდამცველებმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დილიდანვე გადაასვენეს. 11.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-11T14:28+0400
2021-07-11T14:28+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23359/29/233592970_0:103:2048:1261_1920x0_80_0_0_546caf24f3b5088035472da93f6292a9.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაწყვეტილებით, ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე ალტერნატიულ სამედიცინო ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს.ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე გადასვენებულია. ექსპერტიზას დაესწრება ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატიც, რომელიც სასამართლოში ტელეარხის ინტერესებს იცავს.ლაშქარავა დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალების მიზეზი დადგენილი არ არის.„ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ლაშქარავას დედის თქმით, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაასვენეს. ცხედრის გადასვენებამდე ოჯახს იურისტის კონსულტაციის გავლა უნდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო - ადვოკატი იმ დროს გზაში იყო.ლექსო ლაშქარავას დედა, რომელმაც დილით შვილი გარდაცვლილი ნახა, ამტკიცებს, რომ 5 ივლისის აქციაზე ცემამდე მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და მის გარდაცვალებას სწორედ ამ მოვლენებს უკავშირებს, მაგრამ კონკრეტული მიზეზის დასახელება უჭირს.„ტვ პირველის" ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.„ტვ პირველის“ ოპერატორი 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა, სადაც მას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას სხვადასხვა სახის დაზიანებები ჰქონდა მიღებული. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა, სამი დღის შემდეგ კი ლექსო ლაშქარავა კლინიკიდან გაწერეს. გუშინ ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ ლგბტ–საზოგადოების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს ძალადობა განხორციელდა მასმედიის 53 წარმომადგენლის მიმართ. პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი. ამ მომენტისთვის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთაგან უკვე 21 პირს სასამართლოს სხდომის ჩატარებამდე პატიმრობა შეეფარდა.
https://sputnik-georgia.com/20210711/nodar-meladze-leqso-lashqarava-252277602.html
https://sputnik-georgia.com/20210711/elene-xoStariam-kancelariis-Senobas-wiTeli-saRebavi-Seaxsa-252277938.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23359/29/233592970_0:38:2048:1326_1920x0_80_0_0_02753d7731691c83e9e9e92d16bb0e93.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექპერტი ჩაერთვება
14:28 11.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ალექსანდრე ლაშქარავას ცხედარი სამართალდამცველებმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დილიდანვე გადაასვენეს.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაწყვეტილებით, ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე ალტერნატიულ სამედიცინო ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს.
ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე გადასვენებულია. ექსპერტიზას დაესწრება ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატიც, რომელიც სასამართლოში ტელეარხის ინტერესებს იცავს.
ლაშქარავა დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალების მიზეზი დადგენილი არ არის.
„ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ლაშქარავას დედის თქმით, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაასვენეს. ცხედრის გადასვენებამდე ოჯახს იურისტის კონსულტაციის გავლა უნდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო - ადვოკატი იმ დროს გზაში იყო.
ლექსო ლაშქარავას დედა, რომელმაც დილით შვილი გარდაცვლილი ნახა, ამტკიცებს, რომ 5 ივლისის აქციაზე ცემამდე მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და მის გარდაცვალებას სწორედ ამ მოვლენებს უკავშირებს, მაგრამ კონკრეტული მიზეზის დასახელება უჭირს.
„ტვ პირველის" ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
„ტვ პირველის“ ოპერატორი 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა, სადაც მას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას სხვადასხვა სახის დაზიანებები ჰქონდა მიღებული. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა, სამი დღის შემდეგ კი ლექსო ლაშქარავა კლინიკიდან გაწერეს. გუშინ ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ ლგბტ–საზოგადოების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს ძალადობა განხორციელდა მასმედიის 53 წარმომადგენლის მიმართ. პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი. ამ მომენტისთვის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთაგან უკვე 21 პირს სასამართლოს სხდომის ჩატარებამდე პატიმრობა შეეფარდა.