https://sputnik-georgia.com/20210711/elene-xoStariam-kancelariis-Senobas-wiTeli-saRebavi-Seaxsa-252277938.html
ელენე ხოშტარიამ კანცელარიის შენობას წითელი საღებავი შეასხა
ელენე ხოშტარიამ კანცელარიის შენობას წითელი საღებავი შეასხა
Sputnik საქართველო
ხოშტარიას განცხადებით, მისი ეს ქმედება „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას უკავშირდება, რომელსაც ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს სასტიკად... 11.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-11T13:14+0400
2021-07-11T13:14+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24576/30/245763074_0:0:1419:802_1920x0_80_0_0_d02b350a65149c7257b5cb7103f81917.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მისი ეს ქმედება „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას უკავშირდება, რომელსაც ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს სასტიკად გაუსწორდნენ.ელენე ხოშტარია მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.„წითელ საღებავსაც მიიღებენ, პროტესტსაც მიიღებენ და მოუწევთ ყველაფერზე პასუხისგება. სიტყვები ზედმეტია ამ სიტუაციაში", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.ტელეკომპანია „ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ საწოლში გარდაცვლილი დედამ ნახა.მიმდინარე წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.5 ივლისს მას ოპერაცია ჩაუტარდა, სამი დღის შემდეგ ლექსო ლაშქარავა კლინიკიდან გაწერეს. გუშინ ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. დანიშნულია შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მისი ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.ლაშქარავას პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ ლგბტ–საზოგადოების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს ძალადობა განხორციელდა მასმედიის 53 წარმომადგენლის მიმართ. პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი. ამ მომენტისთვის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთაგან უკვე 21 პირს სასამართლოს სხდომის ჩატარებამდე პატიმრობა შეეფარდა.ხოშტარიამ 2020 წლის ბოლოს ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დატოვა და მარტში ახალი პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დააარსა. მისი თქმით, ახალი მოძრაობის მიზანია ქვეყანაში კორუფციასთან და უსამართლობასთან ბრძოლა.
https://sputnik-georgia.com/20210711/nodar-meladze-leqso-lashqarava-252277602.html
https://sputnik-georgia.com/20210711/Sss-m-tv-pirveli-operatoris-gardacvalebis-saqmeze-gamoZieba-daiwyo-252277209.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24576/30/245763074_0:0:1419:892_1920x0_80_0_0_6e2061cbc19f4204c5f0e49ebecbfb42.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ელენე ხოშტარიამ კანცელარიის შენობას წითელი საღებავი შეასხა
13:14 11.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ხოშტარიას განცხადებით, მისი ეს ქმედება „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას უკავშირდება, რომელსაც ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს სასტიკად გაუსწორდნენ.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მისი ეს ქმედება „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას უკავშირდება, რომელსაც ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს სასტიკად გაუსწორდნენ.
ელენე ხოშტარია მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
„წითელ საღებავსაც მიიღებენ, პროტესტსაც მიიღებენ და მოუწევთ ყველაფერზე პასუხისგება. სიტყვები ზედმეტია ამ სიტუაციაში", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ტელეკომპანია „ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ საწოლში გარდაცვლილი დედამ ნახა.
მიმდინარე წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
5 ივლისს მას ოპერაცია ჩაუტარდა, სამი დღის შემდეგ ლექსო ლაშქარავა კლინიკიდან გაწერეს. გუშინ ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. დანიშნულია შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მისი ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ლაშქარავას პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.
ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ ლგბტ–საზოგადოების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს ძალადობა განხორციელდა მასმედიის 53 წარმომადგენლის მიმართ. პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი. ამ მომენტისთვის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთაგან უკვე 21 პირს სასამართლოს სხდომის ჩატარებამდე პატიმრობა შეეფარდა.
ხოშტარიამ 2020 წლის ბოლოს ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დატოვა და მარტში ახალი პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დააარსა. მისი თქმით, ახალი მოძრაობის მიზანია ქვეყანაში კორუფციასთან და უსამართლობასთან ბრძოლა.