https://sputnik-georgia.com/20210711/nodar-meladze-leqso-lashqarava-252277602.html
„დილით შევიდა დედა, რომ ეთხოვა ძაღლის გასეირნება“ - ნოდარ მელაძე ოპერატორის გარდაცვალებაზე
„დილით შევიდა დედა, რომ ეთხოვა ძაღლის გასეირნება“ - ნოდარ მელაძე ოპერატორის გარდაცვალებაზე
Sputnik საქართველო
ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გარდაცვლილი ოპერატორის შესახებ საუბრობს 11.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-11T12:30+0400
2021-07-11T12:30+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24659/94/246599497_0:12:2048:1164_1920x0_80_0_0_80df1c01b6077e50c8d2fe612a3f9666.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. დედა შევიდა დილას რომ ეთხოვა ძაღლი გაესეირნებინა და ლექსო უკვე გარდაცვლილი იყო, აცხადებს ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ტელეკომპანიის ოპერატორის ლექსო ლაშქარაშვილის გარდაცვალებაზე.ნოდარ მელაძე იხსენებს, რომ მას შემდეგ რაც 5 ივლისის აქციაზე ლექსო სასტიკად სცემეს, კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ბოლოს პარასკევს ნახა.მელაძის თქმით, ოპერატორს ძლიერი ტკივილები ჰქონდა რადგან სახის ძლები ჰქონდა ჩამტვრეული.მიმდინარე წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.ტელეკომპანია „პირველის" ოპერატორის, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.ლექსო ლაშქარავა ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24659/94/246599497_136:0:1956:1365_1920x0_80_0_0_1dbd1a3ff67246cd4379653e26231784.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
„დილით შევიდა დედა, რომ ეთხოვა ძაღლის გასეირნება“ - ნოდარ მელაძე ოპერატორის გარდაცვალებაზე
12:30 11.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გარდაცვლილი ოპერატორის შესახებ საუბრობს
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. დედა შევიდა დილას რომ ეთხოვა ძაღლი გაესეირნებინა და ლექსო უკვე გარდაცვლილი იყო, აცხადებს ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ტელეკომპანიის ოპერატორის ლექსო ლაშქარაშვილის გარდაცვალებაზე.
ნოდარ მელაძე იხსენებს, რომ მას შემდეგ რაც 5 ივლისის აქციაზე ლექსო სასტიკად სცემეს, კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ბოლოს პარასკევს ნახა.
მელაძის თქმით, ოპერატორს ძლიერი ტკივილები ჰქონდა რადგან სახის ძლები ჰქონდა ჩამტვრეული.
„გამთენია იყო, დავაფარებ-მეთქი, ფეხი გაუცივდა. მოხრილი იწვა და ვიფიქრე გადმოვატრიალებ-მეთქი. ძაღლი ჰყავდა გვერდით. არც დაუწკმუტუნია, ხომ იცის ძაღლმა. გადმოვატრიალე და ჩემი შვილი ვნახე გალურჯებული. ღამეც რომ მოვიდა რამდენი მეფერა. გრძნობდა წინასწარ. აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, ფრჩხილი არ სტკიებია და რა უქნეს?!”, – ამბობს ლექსო ლაშქარავას დედა.
მიმდინარე წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ტელეკომპანია „პირველის" ოპერატორის, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
ლექსო ლაშქარავა ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს.