შსს-მ „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
გამოწერა
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. დაინიშნება შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ტელეკომპანია „ტვ პირველის" ოპერატორის, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიცია აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
ჟურნალისტებზე თავდამსხმელი კიდევ ოთხი პირი დააკავეს
აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
ლექსო ლაშქარავა ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. 
მიმდინარე წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
© Sputnik / STRINGERლგბტ თემის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებსა და ოპერატორებს დაესხნენ თავს - ვიდეო
ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებსა და ოპერატორებს დაესხნენ თავს - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებსა და ოპერატორებს დაესხნენ თავს - ვიდეო
ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი, აღნიშნავენ უწყებაში.
5 ივლისს მას ოპერაცია ჩაუტარდა, სამი დღის შემდეგ ლექსო ლაშქარავა კლინიკიდან გაწერეს. გუშინ ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. დაინიშნება შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ ლგბტ–საზოგადოების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს ძალადობა განხორციელდა მასმედიის 53 წარმომადგენლის მიმართ. პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი. ამ მომენტისთვის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთაგან უკვე 21 პირს სასამართლოს სხდომის ჩატარებამდე პატიმრობა შეეფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0