https://sputnik-georgia.com/20210711/premieri-leqso-laSqaravas-gardacvalebis-gamo-mwuxarebas-gamoTqvams-252278438.html
პრემიერი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
პრემიერი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
Sputnik საქართველო
პრემიერი ირწმუნება, რომ საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მომხდარის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდება. 11.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-11T14:50+0400
2021-07-11T14:50+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/250998867_0:148:1875:1208_1920x0_80_0_0_22e2c87e28c599262681b7923acdeaa5.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლშქარავას გარდაცვალებას, რომელსაც 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინაღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა.ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს.„უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, „ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია“, - დაწერა პრემიერმა Facebook-ზე.„ტვ პირველის“ ოპერატორი 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა, სადაც მას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ. მას სახის ძვლების მოტეხილებები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა, სამი დღის შემდეგ კი ლექსო ლაშქარავა კლინიკიდან გაწერეს. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.ლექსო ლაშქარავას დედა, რომელმაც დილით შვილი გარდაცვლილი ნახა, ამტკიცებს, რომ 5 ივლისის აქციაზე ცემამდე მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და მის გარდაცვალებას სწორედ ამ მოვლენებს უკავშირებს, მაგრამ კონკრეტული მიზეზის დასახელება უჭირს.სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.შსს-მ დაღუპულის ოჯახს სასამართლო ექსპერტიზაში დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტის ჩართვა შესთავაზა. უკვე ცნობილია, რომ ექსპერტიზაში ჩაერთვება დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდე გეჯაძე. ოჯახის ინტერესებს ასევე იცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.თბილისში საღამოს დაანონსდა საპროტესტო აქცია ლოზუნგით „სისტემა კლავს! გამოდი სიცოცხლისთვის!“
https://sputnik-georgia.com/20210711/leqso-laSqaravas-gardacvalrbis-saqmeze-eqspertizaSi-damoukidebeli-eqsperti-CaerTveba-252278339.html
https://sputnik-georgia.com/20210711/nodar-meladze-leqso-lashqarava-252277602.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/250998867_0:30:1875:1208_1920x0_80_0_0_73d67437c8566a5df2fd3878edb9043f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
პრემიერი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
14:50 11.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) პრემიერი ირწმუნება, რომ საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მომხდარის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდება.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლშქარავას გარდაცვალებას, რომელსაც 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინაღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა.
ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს.
„უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, „ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია“, - დაწერა პრემიერმა
Facebook-ზე.
„ტვ პირველის“ ოპერატორი 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა, სადაც მას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ. მას სახის ძვლების მოტეხილებები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა, სამი დღის შემდეგ კი ლექსო ლაშქარავა კლინიკიდან გაწერეს. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
ლექსო ლაშქარავას დედა, რომელმაც დილით შვილი გარდაცვლილი ნახა, ამტკიცებს, რომ 5 ივლისის აქციაზე ცემამდე მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და მის გარდაცვალებას სწორედ ამ მოვლენებს უკავშირებს, მაგრამ კონკრეტული მიზეზის დასახელება უჭირს.
სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.
შსს-მ დაღუპულის ოჯახს სასამართლო ექსპერტიზაში დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტის ჩართვა შესთავაზა. უკვე ცნობილია, რომ ექსპერტიზაში ჩაერთვება დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდე გეჯაძე. ოჯახის ინტერესებს ასევე იცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
თბილისში საღამოს დაანონსდა საპროტესტო აქცია ლოზუნგით „სისტემა კლავს! გამოდი სიცოცხლისთვის!“