AstraZeneca-ს ვაქცინის ახალი პარტია საქართველოშია

© photo : courtesy of press-service of Ministry of Health, Labour and Social Affairs of Georgia AstraZeneca-ს ვაქცინა თბილისის აეროპორტში
 AstraZeneca-ს ვაქცინა თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
გამოწერა
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60 პროცენტს შეადგენს.
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. საქართველომ COVID-19-ს საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca-ს მესამე პარტია მიიღო, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
მანამდე საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინა ორჯერ, მარტსა და მაისში მიიღო – ჯამში 86 ათასი დოზა. გარდა ამისა, ავსტრიის მიერ საქართველოს საჩუქრად გადაეცა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის 5 ათასი დოზა, რომელიც თბილისში 5 ივლისს ჩამოვიდა. ასევე, საქართველო რუმინეთისგან საჩუქრად 10 ათას დოზა AstraZeneca-ს მიიღებს.
ვაქცინაცია  AstraZeneca-ს პრეპარატით - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი AstraZeneca-ს დეფიციტის მიზეზებს სწავლობს
საქართველომ COVAX-პლატფორმის საშუალებით მიიღო AstraZeneca/Oxford-ოს ვაქცინის 43.200 დოზა, რომელიც შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ არის წარმოებული.
აღნიშნული ვაქცინები განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც გარკვეული ხარვეზების გამო მეორე დოზები ვერ მიიღეს. ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ.
ამ დროისთვის რეგისტრაცია AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზაზეა შესაძლებელი. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება რეგისტრაცია პირველ დოზაზე. აცრა შესაძლებელია 45 წლის და ზედა ასაკის პირებისთვის.
„AstraZeneca-ს ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 4 კვირიდან (28 დღე) - 12 კვირამდე (84 დღე) პერიოდია.  ამასთან, ბოლო მტკიცებულებებით ოპტიმალური პერიოდი  8-12 კვირიანი (56-84 დღე) ინტერვალია“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
 ვაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
რატომ შეიქმნა საქართველოში AstraZeneca-ს დეფიციტი
ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.
5 ივლისს კი ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ქვეყანაში შემოტანილია ჩინური ვაქცინების Sinopharm და Sinovac ერთი მილიონი დოზა. ვაქცინაციის პროცესში 160 დაწესებულებაა ჩართული.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 296.074 ადამიანი. აქედან ერთი დოზით 179.872 პირი, ხოლო ორი დოზით 116.202 ადამიანია აცრილი.
 
ყველა ახალი ამბავი
0