https://sputnik-georgia.com/20210710/AstraZeneca-s-vaqcinis-axali-partia-aqarTveloSia-252273096.html
AstraZeneca-ს ვაქცინის ახალი პარტია საქართველოშია
AstraZeneca-ს ვაქცინის ახალი პარტია საქართველოშია
Sputnik საქართველო
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60 პროცენტს შეადგენს. 10.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-10T12:12+0400
2021-07-10T12:12+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0d/251156739_0:310:3072:2048_1920x0_80_0_0_558462482a755e3b77aefb14afafd607.jpg
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. საქართველომ COVID-19-ს საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca-ს მესამე პარტია მიიღო, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.მანამდე საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინა ორჯერ, მარტსა და მაისში მიიღო – ჯამში 86 ათასი დოზა. გარდა ამისა, ავსტრიის მიერ საქართველოს საჩუქრად გადაეცა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის 5 ათასი დოზა, რომელიც თბილისში 5 ივლისს ჩამოვიდა. ასევე, საქართველო რუმინეთისგან საჩუქრად 10 ათას დოზა AstraZeneca-ს მიიღებს.საქართველომ COVAX-პლატფორმის საშუალებით მიიღო AstraZeneca/Oxford-ოს ვაქცინის 43.200 დოზა, რომელიც შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ არის წარმოებული.აღნიშნული ვაქცინები განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც გარკვეული ხარვეზების გამო მეორე დოზები ვერ მიიღეს. ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ.ამ დროისთვის რეგისტრაცია AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზაზეა შესაძლებელი. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება რეგისტრაცია პირველ დოზაზე. აცრა შესაძლებელია 45 წლის და ზედა ასაკის პირებისთვის.„AstraZeneca-ს ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 4 კვირიდან (28 დღე) - 12 კვირამდე (84 დღე) პერიოდია. ამასთან, ბოლო მტკიცებულებებით ოპტიმალური პერიოდი 8-12 კვირიანი (56-84 დღე) ინტერვალია“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.5 ივლისს კი ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ქვეყანაში შემოტანილია ჩინური ვაქცინების Sinopharm და Sinovac ერთი მილიონი დოზა. ვაქცინაციის პროცესში 160 დაწესებულებაა ჩართული.ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 296.074 ადამიანი. აქედან ერთი დოზით 179.872 პირი, ხოლო ორი დოზით 116.202 ადამიანია აცრილი.
https://sputnik-georgia.com/20210624/jandacvis-saministros-Sida-auditi-AstraZeneca-s-deficitis-mizezebs-swavlobs-252119250.html
https://sputnik-georgia.com/20210622/rato-Seiqmna-saqarTveloSi-AstraZeneca-s-deficiti-252097115.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0d/251156739_0:118:3072:2048_1920x0_80_0_0_c423f7e0e1012f9fa27e89d70dacba08.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
AstraZeneca-ს ვაქცინის ახალი პარტია საქართველოშია
12:12 10.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60 პროცენტს შეადგენს.
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. საქართველომ COVID-19-ს საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca-ს მესამე პარტია მიიღო, იუწყება ჯანდაცვის
სამინისტრო.
მანამდე საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინა ორჯერ, მარტსა და მაისში მიიღო – ჯამში 86 ათასი დოზა. გარდა ამისა, ავსტრიის მიერ საქართველოს საჩუქრად გადაეცა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის 5 ათასი დოზა, რომელიც თბილისში 5 ივლისს ჩამოვიდა. ასევე, საქართველო რუმინეთისგან საჩუქრად 10 ათას დოზა AstraZeneca-ს მიიღებს.
საქართველომ COVAX-პლატფორმის საშუალებით მიიღო AstraZeneca/Oxford-ოს ვაქცინის 43.200 დოზა, რომელიც შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ არის წარმოებული.
აღნიშნული ვაქცინები განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც გარკვეული ხარვეზების გამო მეორე დოზები ვერ მიიღეს. ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ.
ამ დროისთვის რეგისტრაცია AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზაზეა შესაძლებელი. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება რეგისტრაცია პირველ დოზაზე. აცრა შესაძლებელია 45 წლის და ზედა ასაკის პირებისთვის.
„AstraZeneca-ს ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 4 კვირიდან (28 დღე) - 12 კვირამდე (84 დღე) პერიოდია. ამასთან, ბოლო მტკიცებულებებით ოპტიმალური პერიოდი 8-12 კვირიანი (56-84 დღე) ინტერვალია“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.
5 ივლისს კი ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ქვეყანაში შემოტანილია ჩინური ვაქცინების Sinopharm და Sinovac ერთი მილიონი დოზა. ვაქცინაციის პროცესში 160 დაწესებულებაა ჩართული.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 296.074 ადამიანი. აქედან ერთი დოზით 179.872 პირი, ხოლო ორი დოზით 116.202 ადამიანია აცრილი.