რატომ შეიქმნა საქართველოში AstraZeneca-ს დეფიციტი

© AP Photo / Fareed Khan ვაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით
 ვაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინა უკვე ორჯერ - მარტსა და მაისში მიიღო (ჯამში 86 ათასი დოზა), პრეპარატის მესამე  პარტიას კი ქვეყანა 22 ივნისისთვის ელოდა.

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის მოწოდების შეფერხება ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინა უკვე ორჯერ - მარტსა და მაისში მიიღო - ჯამში 86 ათასი დოზა. პრეპარატის მესამე პარტიას კი ქვეყანა 22 ივნისისთვის ელოდა, თუმცა როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მისი შემოტანა გარკვეული ლოგისტიკური ნაკლოვანებების გამო ვერ მოხერხდა.

ვაქცინები Pfizer, Moderna და AstraZeneca - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
საქართველო ორ კვირაში მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

„სამწუხაროდ, მოწოდების სერიოზული შეფერხებაა, რომელიც ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული, რასაც არ ჩავუღრმავდები. ფაქტია, მოწოდება ვერ მოხდა, რის გამოც ჩვენ შეგვექმნა 4.000-დან 5.000-მდე ვაქცინის დეფიციტი „ასტრაზენეკაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, AstraZeneca-ს ვაქცინა ორდოზიანია, მეორე დოზა პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში კეთდება. დოზებზე, რომლისთვისაც გახსნილი იყო ჯავშნები 30 ივნისამდე, ჩაწერილი იყო დაახლოებით 5 ათასამდე ადამიანი, მათ შორის პირველ დოზაზე დაახლოებით 1.250, დანარჩენი მეორე – დოზაზე.

„იყო გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებები, პასუხისმგებლობას იზიარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანების ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი. ლოგისტიკასთან დაკავშირებით პრობლემებს ვიკვლევთ. მონაცემები გვქონდა, რომ მეტი იყო დოზა ქსელში, ერთ-ერთი პრობლემა ეს ჩანს. შესაძლოა, აღრიცხვის პრობლემა იყო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
ჩხაიძე: საქართველოში „ინდური შტამი“ შეიძლება დომინანტური გახდეს

რაც შეეხება ვაქცინების დანაკარგებს, გამყრელიძის თქმით, სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, AstraZeneca 10-დოზიან ფლაკონებშია შეფუთული და გახსნის შემდეგ გარკვეული დოზა აუთვისებელი რჩებოდა.

„ყველაზე მეტი – სამპროცენტიანი დანაკარგი გვქონდა AstraZeneca-ზე , რადგან განსხვავებით სხვა ვაქცინებისგან, „ასტრაზენეკა“ არის 10-დოზიან ფლაკონებში. ვთქვათ, „ასტრაზენეკაზე“ ჩაწერილია ხუთი ადამიანი, ფლაკონი იხსნება და მეტი არ მოდის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ბევრი კვლევით, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციით, უკეთესი იქნება, თუ AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზა 8-დან 12 კვირის შუალედში ჩატარდება.

ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.

გიორგი ფხაკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
ფხაკაძე: წელსაც ბათუმიდან დაიწყება ეპიდაფეთქება...

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60 პროცენტს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 238.220 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 84.756 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0