ჩხაიძე: საქართველოში „ინდური შტამი“ შეიძლება დომინანტური გახდეს

© AP Photo / Rajanish Kakadeკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
გამოწერა
სპეციალისტები „ინდურ შტამს“ უფრო სახიფათოდ მიიჩნევენ, ვიდრე დანარჩენ შტამებს, ვინაიდან ის მეტად აგრესიულია – ძლიერად ეჭიდება უჯრედებს და ვირუსის მცირედი რაოდენობაც საკმარისია დასაავადებლად.

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. კორონავირუსის „ინდური შტამი“ შეიძლება ქვეყანაში დომინანტური გახდეს, თუმცა ამ შტამით ინფიცირების შემთხვევების ზრდის ტემპი საქართველოში გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნებში, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ. 

ბოლო პერიოდში საქართველოში „ინდური შტამის“ შემთხვევები იზრდება. ამ დროისათვის 20 შემთხვევაა დაფიქსირებული.

„20 დაფიქსირებული შემთხვევა არ ნიშნავს, რომ შემთხვევების მხოლოდ ეს რაოდენობაა რეალურად ქვეყანაში.  სავარაუდოდ, აღნიშნული შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა უფრო მეტია. ამასთან, გამორიცხული არაა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში „ინდური შტამი“ დომინანტური გახდეს“, – განმარტა ჩხაიძემ. 

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2021
საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის შემთხვევები კვლავ დაფიქსირდა

როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, „ინდური შტამისგან“ თავის დაცვის შესაძლებლობა ორჯერადი ვაქცინაციაა.

საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამის" პირველი შემთხვევა საქართველოში ლაბორატორიულად 27 მაისს დადასტურდა. აღნიშნული შტამი გამოუვლინდა ხუთ პირს, მათგან ორი საქართველოს მოქალაქე იყო. ინფიცირებულთაგან სამმა პირმა ქვეყანა დაუყონებლივ დატოვა.

„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.

ამ დროისთვის ქვეყანაში აცრილია 233.488 ადამიანი, სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 81.633 ადამიანი, რაც მოსახლეობის 2%-ს მცირედით აღემატება.

ყველა ახალი ამბავი
0