13:10 03 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1267)
122 0 0

ჯარიმებისგან მთლიანად გათავისუფლდებიან პირები, რომელთა განაჩენი 2012 წლის ოქტომბრამდე იყო გამოტანილი და ეს გადაწყვეტილება დღემდე არაა აღსრულებული.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. აღსრულების ეროვნული ბიურო სისხლის სამართლებრივი ჯარიმების გაუქმებას შეუდგა, რასაც საფუძვლად დაედო კანონი „ამნისტიის შესახებ“.

საქართველოს პარლამენტმა კანონი „ამნისტიის შესახებ“ მიმდინარე წლის 11 იანვარს დაამტკიცა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ამნისტია 5 440 მიმდინარე სისხლის სამართლებრივ ჯარიმას შეეხება. მთლიანობაში თანხა 20 მლნ ლარს შეადგენს.

როგორც ბიუროს განცხადებაშია ნათქვამი, ჯარიმისგან სრულად გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებსაც განაჩენი სასამართლომ 2012 წლის ოქტომბრამდე გამოუტანა და სასამართლოს გადაწყვეტილებები ამ დრომდე აღსრულებული არ არის.

თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღსრულდა, მაშინ ამნისტია მხოლოდ ჯარიმის ნაწილს შეეხება.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლებული პირების მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის პროცესი 25 იანვარს დასრულდება.

კანონი ამნისტიის შესახებ 12 იანვარს ამოქმედდა და მის აღსრულებაზე ერთი თვეა გამოყოფილი. ამ დროში შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა და უწყებებმა თითოეული ამნისტირებულის საქმე უნდა განიხილოს.

ვის ეხება ამნისტია

კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და განაჩენებისგან სრულად გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც მსჯავრდებული არიან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისთვის უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში; აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით; დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით; გაუფრთხილებლობით; შრომის დაცვის წესის დარღვევის შედეგად.

ასევე გათავისუფლდებიან მსჯავრდებულები ფალსიფიკაციისთვის, ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა/გასაღებისთვის; საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევისთვის გადახდისუუნარობისას; გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობისთვის გადახდისუუნარობისას; საბაჟო გადაზიდვების წესების დარღვევისთვის; იარაღის დაუდევრად შენახვისთვის; ხულიგნობისთვის; სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის; ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის; სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, თუ ამას სერიოზული ზიანი ან ადამიანის გარდაცვალება არ მოჰყოლია.

გარდა ამისა, ამნისტია შეეხება მსჯავრდებულებს ფსიქოტროპული ნივთიერებების, მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების და კანაფის უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის.

ასევე გათავისუფლდებიან ისინიც, ვინც მსჯავრდებულია სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რამაც არ გამოიწვია მძიმე დაზიანება ან გარდაცვალება.

ამნისტია შეეხება ასევე მსჯავრდებულებს უკანონო თევზჭერისა და უკანონო ნადირობისთვის, წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდებისთვის; სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვებისთვის; დეზერტირობისთვის; სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანებისა ან განადგურებისთვის.

ასევე გათავისუფლდება ისიც, ვინც პირველად ჩაიდინა ისეთი დანაშაული, როგორიცაა ქურდობა და სანადირო და სპორტული იარაღის უკანონო შენახვა. 

დაზარალებულთა თანხმობის შემთხვევაში გათავისუფლდებიან მსჯავრდებულები, რომლებმაც ჩაიდინეს ჯანმრთელობისთვის მსუბუქი დაზიანება, ძალადობა, მომხმარებელთა მოტყუება, უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი: შეღავათი ქალ მსჯავრდებულებს და სტუდენტებსაც შეეხება>>

ასევე დაზარალებულის თანხმობა იქნება საჭირო იმ მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის, რომლებმაც პირველად ჩაიდინეს თაღლითობა, მითვისება ან გაფლანგვა, ასევე სხვისი ნივთის განადგურება ან დაზიანება.

ახალი კანონი ასევე ითვალისწინებს გათავისუფლებას მსჯავრდებულის მხრიდან ზარალის ანაზღაურების შემთხვევაში სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, რამაც გარდაცვალება გამოიწვია, კრედიტის უკანონო მიღებისთვის ანდა ჩეკისა თუ საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენებისთვის. 

გარდა ამისა, პატიმრობის ვადა გაუნახევრდებათ იმ პირებს, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენისთვის, ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადება-გასაღებისთვის, ლიცენზიის გარეშე აღმასრულებელი საქმიანობისთვის, ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გამოყენებისთვის, ჯანმრთელობისთვის საშუალო სიმძიმის ზიანის მიყენებისთვის, დახურულ სივრცეში შეღწევით ქურდობისთვის, მასშტაბური ან პირთა ჯგუფის მიერ თაღლითობისთვის, მითვისებისა ან გაფლანგვისთვის, კრედიტორებისგან ქონების დამალვისთვის.

მეოთხედით შეუმცირდებათ პატიმრობის ვადა იმ პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ვალუტის უკანონო ბრუნვისთვის, სანადირო იარაღის დაუდევარი შენახვისთვის, ადვილად აალებადი და ასაფეთქებელი ნივთიერების გადაზიდვის წესების დარღვევისთვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შენახვა-შეძენისთვის, მუქარისთვის, საბაჟოზე საქონლის გადატანის წესების დარღვევისთვის, გადასახადების დამალვისთვის, დანაშაულის პროვოცირებისთვის.

„ვის შეეხება ამნისტია“ – ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა>>

ამნისტია ითვალისწინებს ნარკოდანაშაულისთვის უვადო პატიმრობამისჯილთათვის ვადის შემცირებას - ის 20 წლის ვადით პატიმრობით შეიცვლება.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1267)

მთავარი თემები