პარლამეტში წარდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსის 44 მუხლს მოიცავს, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, რომელიც ამავე დროს კანონპროექტის ინიციატორია.
„ძირითადად აქცენტი აღებულია არაძალადობრივ დანაშაულებზე, მათ შორის ეკონომიკურ დანაშაულებზე, ნარკოდანაშაულზე, თუმცა არის რამდენიმე შედარებით ნაკლებად მძიმე ძალადობრივი ხასიათის დანაშაულიც, რომლებზეც ასევე გავრცელდება ამნისტია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
საკანონმდებლო ორგანოში „ამნისტიის შესახებ“ ახალ კანონზე მსჯელობას მიმდინარე კვირიდან დაიწყებენ, ამნისტია კანონის მიღების შემდეგ ასობით პატიმარს შეეხება.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 238.101 ადამიანი, გარდაიცვალა – 2.998, კარანტინის რეჟიმშია 536, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.478 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 534 ადამიანი იმყოფება
განსაკუთრებით ხშირად გამოყენებული ნარკოტიკებიდან შეირჩა რვა სახეობა და დაზუსტდება ცალკეული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები სისხლის სამართლის პასუხისგებისთვის