საქართველოში უკანონო მშენებლობისთვის დაკისრებულ ჯარიმებს ამნისტია შეეხება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოში უკანონო მშენებლობისთვის დაკისრებულ ჯარიმებს ამნისტია შეეხება
საქართველოში უკანონო მშენებლობისთვის დაკისრებულ ჯარიმებს ამნისტია შეეხება - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონპროექტის მომზადების მიზანია ეკონომიკური კრიზისი, რომელიც პანდემიის შედეგად შეიქმნა, აცხადებენ ინიციატორები.

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონში ცვლილებებს, რომლებიც სივრცითი და არქიტექტურული ნორმების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას ითვალისწინებს.

შესაბამისი ცვლილების შეტანა იგეგმება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: უკანონო მშენებლობებთან კავშირი მერიის თანამშრომელს დაუდასტურდა

კანონპროექტი ეხება იმ სუბიექტებს, რომლებმაც კანონი დაარღვიეს და დაჯარიმდნენ სამშენებლო ნორმების დარღვევისთვის, კერძოდ, საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის ან ჯიხურის განთავსებისთვის. ის პირები, ვისაც ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი, ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თანხის გადახდისგან სრულად გათავისუფლდებიან.

ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელმაც ჩაიდინა სამართალდარღვევა, თუმცა მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი დადგენილება, გათავისუფლდება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისგან.

ამას გარდა, იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომელსაც დაეკისრა პასუხისმგებლობა და ჯარიმის/საურავის თანხა არ აქვს გადახდილი, ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, ძალადაკარგულად გამოცხადდება დადგენილება ჯარიმის ან საურავის დაკისრების თაობაზე.

ინიციატორები კანონპროექტის მომზადების მიზეზად პანდემიის პირობებში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს ასახელებენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ფიზიკური პირები იძულებული იყვნენ დაკავებულიყვნენ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლით და დაეცვათ სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციები, რამაც რიგ შემთხვევებში გარკვეული ადმინისტრაციული დარღვევები გამოიწვია.

ინიციატორები განმარტავენ, რომ კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან დაკისრებული ჯარიმები და საურავები დაახლოებით 300 ათას ლარს შეადგენს.

კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი და ირაკლი ზარქუა არიან. ცვლილებების განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება.

ბინის გასაღები - Sputnik საქართველო
ე.წ. აფრიკაში მცხოვრები ალუაშვილების ოჯახი კახა კალაძის ნაჩუქარ ბინაში პირველად შევიდა

ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერია ამზადებს კანონპროექტს, რომლის თანახმად სახელმწიფო მიწაზე ნებისმიერი უკანონო მშენებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად იქნება მიჩნეული.

საქართველოში უკანონო მშენებლობების პრობლემა 90-იანი წლებიდან მოდის, როდესაც ეს საკითხი არანაირად არ კონტროლდებოდა.

დედაქალაქში სახლის ასაშენებლად საჭიროა ნებართვა, შემდეგ კი თავად სახლის პროექტის დამტკიცება. გარდა ამისა, კონკრეტულ რაიონში მშენებლობის დასაწყებად უნდა იყოს დაცული მთელი რიგი დამატებითი პირობები.

თბილისში უკანონო მშენებლობების თემა განსაკუთრებით აქტუალური გასული წლის დეკემბერში გახდა. მერიამ ე.წ. აფრიკის დასახლებაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე უკანონოდ აშენებული სახლების ნაწილის დემონტაჟი განახორციელა. სახლების დანგრევას პოლიციასა და სახლების მფლობელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მერიაში განაცხადეს, რომ დემონტაჟისთვის დრო სათანადოდ შეირჩა – სახლების მშენებლობა დასრულებული არ იყო და მათში არავინ ცხოვრობდა.

ყველა ახალი ამბავი
0