ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის ვაქცინით პირველ რიგში მედიკოსები აიცრებიან

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა კომპანიასთან, რათა ქვეყნისთვის ვაქცინა უახლოეს პერიოდში გახდეს ხელმისაწვდომი.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. წინასწარი შენატანის სახით 4 მილიონი დოლარი უკვე გადარიცხულია და როგორც კი ვაქცინას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დაამტკიცებს, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება. განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველო COVID-19-ის ვაქცინის მოლოდინშია>>

გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი – სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან. მისი თქმით, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის არის შეკვეთილი, რაც დაახლოებით 700 ათას ადამიანს შეადგენს.

ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძე: ინფიცირების შედარებით მცირე მაჩვენებელმა არ უნდა დაგვამშვიდოს

„ყველა თანხმდება, რომ პირველი, ყველაზე მაღალი რისკ-ჯგუფი სამედიცინო პერსონალია. იგივეა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც ვაქცინაციას სწორედ სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებით იწყებენ. იგივეა გრიპის ვაქცინაციის პროცესში, რისკ-ჯგუფში აქაც მედიკოსები არიან და, ბოლო მონაცემებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით 30 ათასი სამედიცინო პერსონალი აიცრა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მისი კოლეგების შემდეგ რისკ-ჯგუფში არიან ხანდაზმული ადამიანები, ვისაც აქვს თანმხლები დაავადებები. ასევე განიხილებიან თავშესაფრებში და მოხუცთა სახლებში მყოფი ბენეფიციარები.

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ის არ გამორიცხავს ვაქცინის თაობაზე მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიასთან.

„ასევე ვმუშაობთ ალტერნატიულ გზებზე, არ გამოვრიცხავთ პირდაპირ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიასთან. ქვეყანას შეიძლება უფრო ძვირი დაუჯდეს, როცა კომპანიასთან არა საერთაშორისო ორგანიზაციებით, არამედ პირდაპირ გადიხარ. ვმუშობთ, რომ ის საქართველოში ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მალე გახდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 111.818-ს მიაღწია.

როდის მიიღებს საქართველო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას: ოპტიმისტური პროგნოზი>>

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 92.215 ადამიანი, გარდაიცვალა 1.051 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0